ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მომავალი პრეზიდენტის განცხადებები სამოქალაქო დიალოგის აუცილებლობასა და დემოკრატიულ პროცესებში, ხალხის თანამონაწილეობის გაზრდაზე, ახალი პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც საერთო მხარდაჭერით და საჯარო ინტერესის თემებზე ფართო დისკუსიით, უნდა მიიღწეს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა შექმნას მნიშვნელოვანი პლათფორმა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი სამეცნიერო, აკადემიური და ექსპერტული საზოგადოება, ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, შეძლებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ფარგლებში, კვალიფიციური აზრის წარმოდგენას და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში, პრეზიდენტის მოკავშირე სწორედაც სამოქალაქო საზოგადოება იქნება. ახალმა პრეზიდენტმა უნდა შეცვალოს სამოქალაქო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წესიც და თანამშრომლობა დააფუძნოს ყველა ორგანიზაციასთან, საზომი გახდეს მათი გამოცდილება, კვალიფიციურობა და საქმიანობის მიმართულებები, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში, უზრუნველყოფილი არ იყო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სალომე ზურაბიშვილს ორჯერ შეხვდა - 2016 წელს, როდესაც გაცნობილ იქნა სისტემური დანაშაულის საქმეებზე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკა და ჩამორთმეული ქონების ნამდვილი მესაკუთრეების წინაშე მდგარი პრობლემები და 2017 წელს, როდესაც გაცნობილ იქნა თბილისის მიწათსარგებლოს გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების ფარგლებში, ორგანიზაციის მიგნებები, სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები.
ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს შეასრულებს სამართლიანობის აღდგენის პროცესში, გადაიხედება საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაციის დღევანდელი პოზიციები საერთო სასამართლოებში ყველა იმ საქმეზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარეა და ადგილი აქვს სისტემური დანაშაულის საკითხებზე რესტიტუციის თუ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნებს, ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელი პროცესები სისტემური დანაშაულის მსვერპლთა მიმართ, სრულიად გაუმართლებელი, შეუფერებელი და სამართლიანობის აღდგენის მთავრობის მიერ შემოთავაზებული პრინციპების საწინააღმდეგოა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სალომე ზურაბიშვილს უსურვებს წარმატებულ მოღვაწეობას და საქართველოს პრეზიდენტის ახალ ადმინისტარციასთან გამოთქვამს ინსტიტუციური თანამშრომლობის შემდგომ ინტერესს.