სდასუ-ში “სტუდენტების კანონპროექტზე“ დღეს საჯარო შეხვედრა გაიმართება

13 დეკემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2018 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიურ და სტუდენტურ საზოგადოებას შეხვდება და სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებას გააცნობს.

ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები და მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) - ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.

ორგანიზაციაამ საქართველოს პარალმენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით 2018 წლის 28 მარტს მიმართა, 2018 წლის 12 სექტემბერს გაიმართა საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, რომელმაც წინადადებას მხარი სრულად დაუჭირა. დღეის მდგომარეობით, შემდგომი განხილვისთვის, წინადადები გადაგზავნილია საქართველოს პარალმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, რომელიც საკითხზე წამყვანი კომიტეტია.

საქართველოს პარლამენტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ უკვე მეხუთე საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. ორგანიზაციამ სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე საკანონმდებლო წინადადების მომზადება სტატუსშეჩერებული სტუდენტების 2014 წლის ოქტომბრიდან პრობლემის პერიოდული კვლევის შემდგომ გადაწყვიტა. წინადადების პრეზენტაცია 2018 წლის მაისში უკვე შედგა საქართველოს უნივერსიტეტში და ორგანიზაცია აგრძელებს საჯარო დისკუსიას.



კომენტარები