„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2019 წელს საქმიანობაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების წლად აცხადებს. ორგანიზაცია, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მომდევნო წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე აკეთებს აქცენტს და იმ საჭიროებებიდან გამომდინარე გამოდის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობაში ყოველი მომდევნო წლის თემატურ ხარისხში წარმოჩენას ტრადიციული ხასიათი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, 2018 წელი ორგანიზაციისთვის წარმოადგენდა კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის წელს, 2017 - სასამართლო პრობლემატიკის კვლევის წელს, 2016 - ბანკების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე მუშაობის წელს, 2015 - სამართლიანობის აღდგენის პრობლემებზე მუშაობის წელს და 2014 წელს - ბავშვთა უფლებების დაცვის წელს. ორგანიზაცია სწორედ 2014 წლიდან გამოკვეთს საქმიანობაში ყოველი მომდევნო წლის სტატუსს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდი, 2019 წელს, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთ ღონისძიებას, ინიციატივას და პროექტს განახორციელებს.