ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და აქტიურობების თაობაზე წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საზოგადოებას ინფორმაცია წინმსწრებად მიაწოდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, ორგანიზაცია 2019 წელს იქნება ძალიან აქტიური და უპასუხებს საზოგადოებრივ ინტერესებს. მისი თქმით, 2019 წლის მანძილზე, დროის სხვადასხვა მონაკვეთზე, განხორციელდება და ჩატარდება შემდეგი სახის აქტიურობები და ღონისძიებები:
- „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2019 წელს სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე ქონება ჩამორთმეულთა ფორუმს გამართავს
- „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2019 წელს სისტემური დანაშაულებების კვლევის საერთაშორისო ლობისტურ ჯგუფს დააფუძნებს
- „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს კანონპროექტით მიმართავს, რითაც სასამართლოებში სახელმწიფო უწყებების წაგებულ დავებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება
- „ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი საკანონმდებლო წინადადებით, საკრებულოს წევრებად მოქმედი დირექტორებისა და პედაგოგების არჩევის საკითხი გადაიხედება
- „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს ნეპოტიზმის დისკრიმინაციის ფორმად განსაზღვრისთვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს
- „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართლისა და კანონმდებლობის საკითხებზე სტუდენტებს ონლაინ თანამშრომლობის ახალ პლატფორმას სთავაზობს
- „ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმს უმასპინძლებს;
- „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამართლებრივი ცნობიერების კამპანიის ფარგლებში, ერთობლივ ინიციატივებს განახორციელებს.