ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ყველაზე საპატიო ჯილდო - ნომინაცია „ორგანიზაციის მეგობარი“, 2018 წელს გადაეცა ცნობილ ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასულებელი საბჭოს წევრ ტარიელ კაკაბაძეს. აღნიშნული ნომინაცია ტარიელ კაკაბაძეს ორგანიზაციის თანადამფუძნებლებმა, არჩილ კაიკაციშვილმა და მარიკა არევაძემ 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადასცეს. თავის მხრივ, ეს ნომინაცია, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, გადაეცემა ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული საქმიანი ურთიერთობები და ორგანიზაციის ღირებულებების საზოგადოებრივი პატივისცემა ახასიათებთ.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნული ნომინაცია 2017 წელს გადასცეს ცნობილ ადვოკატსა და უფლებადამცველს, გია ტაბლიაშვილს, 2016 წელს - ლია მუხაშავრიას (ევროსასამართლოს ექსპერტი, უფლებადამცველი) და ირაკლი ყანდაშვილს (ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი), 2015 წელს - ზაზა ხატიაშვილს (უფლებადამცველი, ადვოკატი) და ლია ელიავას (ეკონომიკის ექსპერტი), ხოლო 2014 წელს - სოფიო აზარიაშვილს (პიარის სპეციალისტი, ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 2013-2014 წლებში).