„ახალგაზრდა ადვოკატების“ ნომინანტები და ნომინაციები 2018 წელს

30 დეკემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს და წლის ბოლოს, „ნომინანტები და ნომინაციები 2018“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ნომინაციები გადაეცათ შემდეგ ინსტიტუციებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტურ კორპუსს:

  • „ღია სასამართლო ინსტანცია“ – რუსთავის საქალაქო სასამართლო
  • „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
  • „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ - საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი
  • „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
  • „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
  • „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ – „ორბელიანი - საქართველო“
  • „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ – „On Ge“
  • „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ – „დილა ობიექტივზე“
  • „საზოგადოების ხმა“ –  გადაცემა „დღის თემა“,  ახალი ამბების ტელევიზია „პალიტრანიუსი“

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულების გამო, ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2018“ გადასცეს ტელეკომპანიებისა და მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:

  • აკაკი გოგიჩაიშვილი, ტელეკომპანია „იბერია“
  • იმედა დარსალია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • ლუკა ხაჩიძე, ტელეკომპანია „პირველი“
  • მარიამ ქართველიშვილი, ტელეკომპანია „იმედი“
  • ნინო გელაშვილი, რადიო „თავისუფლება“
  • გიორგი აბაზაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • ანა კიკნაძე, ტელეკომპანია „ობიექტივი“
  • ირაკლი მანაგაძე, ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“
  • ნელი ვარდიაშვილი, ახალი ამბების სააგენტო „ევრონიუსი“
  • გვანცა ფიფია, ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“
  • თეონა ნოზაძე, ახალი ამბების სააგენტო „პირWელი“
  • ნინო ექვთიმიშვილი, ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“
  • თამარ შეყილაძე, მედია-ჰოლდინგი  „კვირა“

რაც შეეხება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ტრადიციულ და საპატიო ნომინაციას - „ორგანიზაციის მეგობარი“, 2018 წელს გადაეცა ცნობილ ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ტარიელ კაკაბაძეს.

ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.



კომენტარები