ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სტუმრის სტატუსით, საქართველოს მოსამართლეა XXV რიგგარეშე კონფერენციას დაესწრო, რომელმაც დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხი - სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილა. კონფერენციის მიმდინარეობის მანძილზე, აზრი გამოთქვეს სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეებმა. კონფერენციამ მიიღო ერთობლივი განცხადებაც.
„სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების გარკვეული ნაწილი, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ცდილობს ხელყოს სასამართლოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და დასაჯოს სასამართლო იმისთვის, რომ იხელმძღვანელა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი მოსამართლეთა კარიერული დაწინაურების პრინციპით“ - აღინიშნა მოსამართლეთა კონფერენციის განცხადებაში.
ცნობისთვის: „ახალაგზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის 22 იანვარს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღინიშნა, რომ დაპირისპირების პოლიტიკურმა და სამართლებრივმა მხარემ განსაკუთრებული ზიანი მოუტანა საქართველოს სასამართლოს რეპუტაციას, მოსამართლის მიმართ ნდობას, შელახა მართლმსაჯულების სისტემაში, ბოლო წლებში ხელშესახები რეფორმის შედეგები და საზოგადოება სასამართლოს მიმართ განაწყო ანტაგონისტურად
http://www.barristers.ge/ge/page/news_item/1334
მოსამართლეთა კონფერენციას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების იურისტი, გიორგი ლაბაძე დაესწრნენ.