ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის წართმევის საქმესთან დაკავშირებით, სადაც მხარე მამუკა ხაზარაძის „ლისის ლეიქ დეველოპმენტი“, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ქ. თბილისის მერიაა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტულებას საზოგადოებას და მედიას საკასაციო სასამართლოსთან გააცნობს.
ბრიფინგი 25 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.
მის: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. #32
საკონტაქტო პირი: 599 291202