ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მოწვევით, ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია საზოგადოებას ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ წარუდგინა და 2018 წელს განხორციელებულ პროექტებისა და 2019 წელს დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 316 საქმე განიხილა და 167 შუამდგომლობა, დასკვნა და რეკომენდაცია გასცა. გასულ წელს დასრულებლი საქმეების 65%-ში ბიზნეოსმბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. მომართვიანობის მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიური აჭარის რეიგონია. 2018 წელს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით რეგიონში ბიზნეოსბუდსმენის ოფისი გაიხსნა და ბიზნესომბუდსმენის მუდმივი წარმომადგენელი დაინიშნა.
2018 წლის მომართვიანობის სტატისტიკის მიხედვით ბიზნესომბუდსმენის აპარატს კერძო სექტორი ყველაზე ხშირად ფინანსთა სამინისტროსთან და სამინისტროში შემევალ სტრუქტურებთან შუამდლგომლობის თხოვნით მიმართავს.
2018 წელს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის'' ფუნქციის გამოყენების არეალი ფართოვდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა განხორციელდება საერთო სასამართლოების სისტემაშიც. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს ბიზნესსექტორს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმდინარე დავებში. კერძოდ, სასამართლოს წარუდგინოს რეკომენდაცია ან/და მიავლინოს ადვოკატი დავის პროცესში. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მხარდამჭერი და რეკომენდატორი „ახალგაზრდა ადვოკატებია“.
ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებელო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.