თავდაცვის სამინისტრომ სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი დაადასტურა

27 აგვისტო, 2013

ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2013 წლის 30 აგვისტოს განცხადებით მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს საჯარო ინფორმაცია სფეროს 5 მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ:

1. ადასტურებს თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლის 25 ივლისს, სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევას? ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რა რეაგირების მოხდენას აპირებს სამინისტრო?

2. გთხოვთ, მოგვეწოდოს ინფორმაცია, რომელი კონტრაქტორი კომპანიები რომელ სამხედრო ბაზებს უზრუნველყოფენ კვებითი მომსახურებით?

3. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, კომპანია „ქართული კვების“ რომელ სამხედრო ბაზებს უზრუნველყოფს კვებითი მომსახურებით, რა პერიოდიდან და რამდენს შეადგენს კომპანიის მიერ შეიარაღებული ძალების საკვებით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი?

4. აპირებს თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კვებით მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადებას (გნებავთ, გაგრძელებას, აღდგენას, განახლებას)

5. სამხედრო მოსამსახურეთა არანორმირებული კვების სისტემის დატოვება, სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილებაა თუ დროებითი გარემოება. რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით.

2013 წლის 23 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილით, ნაწილობრივ პასუხი გაეცა ორგანიზაციის წერილით დასმულ მოთხოვნებს, რაც მიგვაჩნია, რომ ჯეროვანი კომუნიკაციის შედეგია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი დაადასტურა. საჯარო უწყების ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რადგანაც ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი და სამინისტროს მრჩეველი კატეგორიულად მოითითებდნენ, რომ  ორგანიზაციას საზოგადოება შეცდომაში შეყავდა, როდესაც ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტის შესახებ პირველი განცხადება გაავრცელა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივესალმებით „ქართული კვების კომპანიის“ 2013 წლის 27 აგვისტოს არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრას, სადაც კომპანიაში შეცვლილი მენეჯმენტის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მიგვაჩნია, რომ მიღებული ინფორმაცია საინტერესოა და გამოვთქვამთ სურვილს კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობისთვის, თუმცა ცალსახად გავმარტავთ, რომ „ქართული კვების კომპანია“ თავდაცვის სფეროს ლოჯისტიკაში კვლავ მონოპოლისტურ მდგომარეობას იკავებს და გამართული მენეჯმენტი ვერ ჩაანაცვლებს მის ამ სტატუსს. 



კომენტარები