„ახალგაზრდა ადვოკატები“ - მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

21 მარტი, 2019

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებში“ ახალი სამუშაო დღე - 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამაპანიაში მონაწილეობით დაიწყო. ჩვენი გუნდის წევრები, ფერადი წინდებით, როგორც სიმბოლო, თანასწორობის იდეის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს საზოგადოებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წელს 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. დაუნის სინდრომი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს ზედმეტი ქრომოსომა აქვს. სწორედ ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს. ჩვეულებრივ, ბავშვი 46 ქრომოსომით იბადება. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომია"-ს უწოდებენ. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი. ასეთი სოციალური ჯგუფი საქართველოშიც ისეთივე თანადგომას და მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ – ასეთია ჩვენი დღის მთავარი სათქმელიც.

„ახალგაზრდა ადვოკატები"



კომენტარები