ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები” სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2019-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. აღნიშნული გეგმის შესრულების შედეგად, მოსახლეობის კიდევ უფრო გაზრდილ ნაწილს საშულება მიეცემა ისარგებლოს კვალიფიციური უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისით.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის სტრატეგია, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, გადამისამართების ქსელის გაფართოება და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, სამსახურის ოფისების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, სამსახურის ოფისებში არასრულწლოვანზე მორგებული გარემოს შექმნა და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესება - ამ საკითხებზე შეკრებილებს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლება მიაწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დაინტერესება გამოიწვია უფასო სამართლებრივი დახმარების მიმწოდებელთა ქსელის ფუნქციონირების საკითხმა. აღნიშნულ ქსელში გაერთიანებულია უფასო იურიდიული დახმარების გამწევი 27 ორგანიზაცია და მის ადმინისტრირებას იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს. ქსელის ვებპორტალი მისამართია www.free.mylaw.ge და იგი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
იურიდიული დახმარების სამსახურის 2019-2020 წლების „სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ ღია დოკუმენტია და მისი ნახვა, დამტკიცების შემდეგ, შესაძლებელი იქნება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2013 წლიდან იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელმაც იურიდიული დახმარების ბიუროს რეფორმა მოამზადა.