2019 წლის 3 მაისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდმა საკონსულტაციო და საორგანიზაციო ხასიათის შეხვედრა ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოსთან გამართა. ორგანიზაციამ უმასპინძლა სადამფუძნებლო საბჭოს წევრ მარიამ ასანიშვილს, რომელიც ორგანიზაციის ბორდის წევრი 2018 წლის 27 დეკემბერს გახდა. შეხვედრის მიზანს პრაქტიკული რჩევების მიღება და პროფესიული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენა. ამასთან, საუბარი შეეხო ორგანიზაციის საქმიანობას, ინტერესის სფეროებს, საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და კლიენტთან ურთიერთობის საკითხებს. ამ თვალსაზრისით, მარიამ ასანიშვილმა აღმასრულებელ გუნდს მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება. მარიამ ასანიშვილმა ისაუბრა კლიენტთან კომუნიკაციის სტანდარტებსა და მენეჯმენტის მნიშვნელოვან აქცენტებზე. ორგანიზაციის მიერ გაცნობილ იქნა დაგეგმილი აქტივობები და ინიციატივები, მოსმენილ იქნა პროფესიული რეკომენდაციები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს წევრმა მარიამ ასანიშვილმა მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. მუშაობდა იურისტ-მკვლევარად მონტენეგროში. მონაწილეობდა მთელ რიგ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მსოფლიოს მასშტაბით: არის ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული მემორიალის ავტორი (ვაშინგტონი, აშშ), უილიამ ვისის სახელობის საერთაშორისო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი (ვენა, ავსტრია), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული. ამჟამად - ირლანდიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.