„ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს ახალ საკანონმდებლო წინადადებაზე მრგვალ მაგიდას გამართავს

24 მაისი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ დღეს ახალ საკანონმდებლო წინადადებაზე მრგვალ მაგიდას გამართავს. წინადადების თემაა: საკუთრების შეძენა იურიდიული პირის წილებზე მხოლოდ აუქციონის გზით, რაც გარიგებებს გახდის გამჭვირვალეს, წილის ღირებულებას დაადგენს რეალური საბაზრო ფასით და ღია ტრანზაქციები ხელს შეუწყობს ბიზნესისა და სახელმწიფოს შორის ნდობის და დიალოგის სამართლიან გარემოში ჩამოყალიბებას.

წინადადების ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ საკითხებზე ფართო დისკუსიის უზრუნველყოფას, როგორც სამართლისა და ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან და ხელისუფლების შტოებთან. ორგანიზაციის პირველ სამუშაო შეხვედრაზე, პროფესიულ საზოგადოებას გაეცნო წინადადების მთავარი მიმართულებები, მიდგომები და რეკომენდაციები, რაც გათვალისწინებულ იქნება საკანონმდებლო წინადადების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებისა და წარდგენის პროცესში.

შეხვედრას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიები, ბეჭდური და ელექტრონული მედია. კანონპროექტის მომზადების პროცესში, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მონაწილეობდა. შეხვედრა 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დაიწყება.



კომენტარები