ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და მასთან ერთად, სამოქალაქო ორგანიზაციები, ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საკითხი ეხება 2019 წლის 3 ივნისს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, „თიბისი ბანკის“ თანამშრომელმა სცემა ამავე ბანკის მომხმარებელი, მოქალაქის ცემის ფაქტზე კი უცნობია, როგორც საგამოძიებო მოქმედებები, ასევე მასზე მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ აუღია ბანკს. სამოქალაქო ორგანიზაციები მომხდარს საგანგებოს უწოდებს და სპეციალური განცხადებით მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს სახალხო დამცველს. განცხადება 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაკეთდება.