2019 წლის 14 აგვისტოს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. საკითხი ეხება, პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გახმაურებულ საქმეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონებას ქ. ბათუმში, რომელზედაც შედგა პრეცედენტი. მხარეთა შორის მიღწეულ მნიშვნელოვან შეთანხმებას არჩილ კაიკაციშვილი ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩა #37-ში მდებარე უძრავი ქონების მისამართზე, როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებთან ერთად, მედიის თანდასწრებით გააკეთებს. ღია ბრიფინგი 13:00 საათზე გაიმართება.