„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

7 სექტემბერი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს დაესწრო, რომელსაც თბილისი 6-7 სექტემბრის შუალედში მასპინძლობდა. ფორუმი - აღმოსავლეთ დასავლეთის ეკონომიკური თანამშრომლობა ეხებოდა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ინვესტიციების სამართლებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. განხილულ იქნა ბიზნესს კლიმატი და საინვესტიციო გარემო საქართველოში, ჩინეთსა და ჰონგ კონგში, საინვესტიციო დავების გადაწყვეტის მექანიზმები, მედიაციის საკითხები.

საერთაშორისო იურიდიული ფორუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან იურისტები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, ჰონგ -კონგის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მელისა პანგი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი და სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

საერთაშორისო იურიდიული ფორუმი მიეძღვნა ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ეკონომიკურ ინიციატივას და მის ფარგლებში საქართველოს როლს გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ეკონომიკური და სამართლებრივი ჰაბი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, ფორუმში მონაწილეობა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მიიღო.



კომენტარები