ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროპის საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ პირველ სამუშაო შეხვედრა - „მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება საჯარო სივრცეების დიზაინის, მოწყობისა და რეკონსტრუქციის პროცესში“ - დაესწრო. წარმოდგენილ იქნა თბილისში, მოქალაქეთა მონაწილეობის არსებული მექანიზმებისა და პრაქტიკის, შესაძლებლობებისა და უნარის საბაზისო კვლევა, არსებული საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების ევროპული მოდელები. შეხვედრას ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უძღვებოდნენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, შეხვედრაში მონაწილეობა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მიიღო, რომელმაც ისაუბრა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების განხილოვის პროცესში ორგანიზაციის როლზე, მწვანე სივრცეების შენარჩუების პროცესში, მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით სასამართლო დავებზე, ავტოფარეხების ნაცვლად მწვანე სივრცეების მოწყობის პრობლემასა და დაგეგმილ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მოქალაქეების თანამონაწილეობის შესაძლებლობებზე.