2019 წლის 1 ნოემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოხალისეთა ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელის მიზანს მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღის და ასევე ახალგაზრდებისა და მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობა წარმოადგენდა. ორგანიზაციამ მოხალისეობრივი პროგრამით დაინტერესებულ პირებს გააცნო თავისი საქმიანობა და შესაძლებლობები, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალგაზრდებს სთავაზობს. ამასთან, ორგანიზაციამ გამოთქვა პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი კოლეგა ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებების მომზადებით და გააცნო იურიდიული სერვისებით სარგებლობის წესები და ჩართულობა.
ფორუმი „ჰელფინგ ჰენდ-ის” სექტორი 3-თან თანამშრომლობით საქართველოში მეცხრედ გაიმართა. „ჰელფინგ ჰენდის“ მიერ ჩატარებული კვლევის - „ახალგაზრდების დამოკიდებულება მოხალისეობისადმი“ რესპონდენტთა დაახლოებით ორი მესამედი (59%) თვლის, რომ მოქალაქისათვის მნიშვნელოვანია არაანაზღაურებადი მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულება. გამოკითხული რესპონდენტების 28%-ისათვის მოხალისეობა სიკეთის უანგაროდ კეთებაა, ხოლო 18% გამოცდილების მიღება, 15% თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენება, 10% პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის იყენებს. ასევე, ირკვევა ისიც, რომ გამოკითხულთა ინფორმირებულობა მოხალისეობის ღონისძიებებისა თუ ორგანიზაციების შესახებ საკმაოდ დაბალია.