„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ანა ფუტკარაძე ვილნიუსში არაოფრმალური განათლების შეხვედრებში მონაწილეობს

6 ნოემბერი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ანა ფუტკარაძე Erasmus+ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვილნიუსში იმყოფება, სადაც 2019 წლის 3-11 ნოემბრის შუალედში, არაფორმალური განათლების საკითხებზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრება. საქართველოდან პროგრამით, სულ 5 წევრი შეირჩა, მათ შორის ანა ფუტკარაძე. დაგეგმილია საქართველოს შესახებ პრეზენტაციის მომზადება. აქტივობების მეთოდოლოგია ეფუძნება არაფორმალურ განათლებას, რომელიც მოიცავს: დისკუსიებს, დებატებს, კრეატიულ და ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, პრაქტიკულ მუშაობას, და ა.შ. შეხვედრას ვილნიუსის დედაქალაქი ლიეტუვა მასპინძლობს. პროგრამა „Society Bridge to the Future“ მხარდაჭერით ხორციელდება და ევროპული სააგენტოს ფინანსური დახმარებით ტარდება.



კომენტარები