ადვოკატის პროფესია მოითხოვს პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის უფლების წინაშე

7 ნოემბერი, 2019

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრს პროფესიული დღესასწაულს ულოცავს და წარმატებას უსურვებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული ადვოკატურის 100 წელი დგას იმ გამოჩენილი ადვოკატებისა და უფლებადამცველების ღირსებებზე, რომლებმაც სხვადასხვა დროს ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ადვოკატის პროფესიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განვითარებაში. დღეს ადვოკატის პროფესია მოითხოვს მუდმივ გაფრთხლებას და განვითარებას, პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის უფლების წინაშე. სახელმწიფოსთან ინსტიტუციური დიალოგის პროცესში, საქართველოს ადვოკატთა კორპუსმა უნდა შეძლოს თანასწორუფლებიანი მხარის პოზიციების შენარჩუნება და დაცვა. ამასთან, უნდა არსებობდეს მუდმივი ზრუნვა პროფესიული ეთიკის სტანდარტების შენარჩუნებასა და ობიექტური დამკვირვებლის თვალით, მართლმსაჯულების რეფორმის შედეგების განსჯის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლავ იქნება შესაძლებლობების, ობიექტური და საზოგადოებისთვის სანდო ორგანიზაცია. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, ჩვენს ხელფასს გვიხდის კლიენტი, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაციისთვის, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი და საფუძველია. ამიტომაც, ეს განაპირობებს ნდობას და მათ შორის, პროფესიული საზოგადოებისა თუ კრიტიკოსების აღიარებას. ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და ჩვენი საქმე და ჩვენი სიტყვა იწყება ღირსებიდან, თავისუფლებიდან, თანასწორობიდან, საიდანაც შეიქმნა და რატომაც არსებობს „ახალგაზრდა ადვოკატები“.  ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში სხვადასხვა დროს მოღვაწე პირები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში, კერძო სექტორში, ბიზნესში, ადამიანის უფლებათა სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. პლათფორმის მიზანიც იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას და საუკეთესო ტრადიციებს შეუძლია. შესაბამისად, გვახარებს ამ მისიიდან ის შედეგებიც, როდესაც ორგანიზაციამ არაერთ ახალგაზრდას მისცა პროფესიული ბიოგრაფიის შექმნის საფუძველი, მისცა სტიმული ადვოკატის პროფესიაში მოსვლის და კარიერული განვითარებისთვის.

ცნობისთვის: 2011 წელს 8 ნოემბერი საქართველოში ადვოკატის პროფესიულ დღედ გამოცხადდა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი პატივისცემის ნიშნად დაადგინა, რომელიც პროფესიით იურისტი, ადვოკატი იყო. საქართველოში ადვოკატთა პროფესიული დღესასწაული, უკვე 10 წელია აღინიშნება.



კომენტარები