ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, 15 წლის მოზარდის თვითმკლელობამდე მიყვანის საქმეში ინსტიტუციური პასუხისმგებლობას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაც აკისრებს და აცხადებს, რომ არასუწლოვანის საქმეში სოციალური მუშაკის ან/და ფსიქოლოგის მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა, ტრაგედიის თავიდან აცილება მომხდარიყო. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელთა სავარუდო დანაშაულის ჩადენის შემოწმებასთან ერთად, საჭიროა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას, ვინაიდან გაუგებარია, რატომ არ ესწრებოდა ფსიქოლოგი ან სოცოალური მუშაკი არასრუწლოვანთა საპროცესო მოქმედებების განხორციელებას. სააგენტო ფაქტზე სდუმს, რაც დასახელებულ სამსახურს მორალური და სამართლებრივი არგუმენტებისთვის ყოველგვარ საფუძვლებს აცლის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ პასუხობს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესებს და კონკრეტული სოციალური მუშაკების მუშაობა და მოზარდებთან (ბავშვებთან) ურთიერთობის წესი დადგენილ სტანდარტებს ცდება. აღნიშნულზე მიუთითებს საერთო სასამართლოებში არსებული არაერთი საქმე და სოციალური მუშაკების ჩართულობის კრიტიკული გამოვლინებები. ამასთან, ორგანიზაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არაეფექტურ საჯარო დაწესებულებათა რიცხვში განიხილავს და სისტემის ძირეულ რეფორმას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაცია ხაზსს უსმევს იმ კარჩაკეტილობას, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საზოგადოებას, სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის არსებობს. სამწუხაროდ, უწყება გადაქცეულია საბჭოური აზროვნების დაწესებულებად და აღნიშნული პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. ეს სიმართლეა და საზოგადოებისთვის უნდა ითქვას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აიღოს მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში სათანადო სპეციალისტების გამორიცხვაზე. მომხდარ ტრაგედიაზე რეალური პასუხისმგებლობა ყველა ინსტიტუციამ და დამნაშავე პირმა უნდა აგოს.