„ახალგაზრდა ადვოკატები“ – 2020 ჩვენს საქმიანობაში არასრუწლოვანთა უფლებებზე მუშაობის წელი იქნება

28 დეკემბერი, 2019

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2020 წელი საქმიანობაში არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის წლად გამოაცხადეს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში არსებობენ ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება და მხარდაჭერა. ორგანიზაციის შეფასებით, ქართული საზოგადოებისთვის, 2019 წელს აღმოჩენად იქცა ახალგაზრდა, უნიჭიერესი კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე. 2019 წლის ივნისიდან გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება ბავშვის უფლებების კონვენციის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი, ცნობილი მაესტრო ნიკა რაჭველი. ორგანიზაციის წლის შემაჯამებელ საღამოზე, საზოგადოებას სწორედ ნიკა რაჭველმა და ცოტნე ზედგინიძემ მიმართეს და ხაზი გაესვა ორგანიზაციის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ აქვს მიდგომა, როდესაც საქმიანობას წლის მანძილზე უკავშირებს რომელიმე ჯგუფის უფლებეზე განსაკუთრებულ მუშაობას. ორგანიზაციისთვის 2019 წელი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების წლად იქნა გამოცხადებული, 2018 - კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის წლად, 2017 - სასამართლოს პრობლემატიკის კვლევის წლად, 2016 - ბანკების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე მუშაობის წლად, 2015 - სამართლიანობის აღდგენის პრობლემებზე მუშაობის წლად, 2014 - ბავშვთა უფლებების დაცვის წლად. ორგანიზაცია 2020 წელს არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობას სისტემურად და სტრატეგიული სამართალწარმოების თვალსაზრისით შეხედავს.



კომენტარები