„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ საგარეო საქმეთა სამინისტროა

28 დეკემბერი, 2019

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2019 წელს ყველაზე ღია საჯარო უწყების ნომინაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ორგანიზაციის განმარტებით, უწყებამ წლის მანძილზე საქართველოს საკითხის დასმა არაერთ საერთაშორისო ფორმატში სცადა, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო დონის ღონისძიებებს, გაღმავდა ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან და ნატო-სთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახდა აშშ-ის კონგრესთან და საქართველოს გააჩნია ორპარტიული მხარდაჭერა. ორგანიზაციამ წლის მანძილზე სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმის ირგვლივ ითანამშრომლობა სამინისტროსთან. შესაბამისად, ნომინაციის გადაცემის საფუძველი უწყების მუშაობის შეფასება გახდა.

ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 კერძო ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 11 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 



კომენტარები