„ახალგაზრდა ადვოკატები“ - წლის „ღია სასამართლო ინსტანცია“ თბილისის სააპელაციო სასამართლოა

28 დეკემბერი, 2019

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2019 წელს „ღია სასამართლო ინსტანციის“ ნომინაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაეცა. ორგანიზაციის განმარტებით, ორგანიზაციის წარმოებაში არაერთ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება დადგა, რამაც სასამართლო ინსტანციაში ინდივიდუალური მოსამართლის როლზე გაუსვა ხაზი. ამასთან, სასამართლო ინსტანციის ღიაობა გამოიხატა ორგანიზაციასთან ინფორმაციის გაცემის კუთხით თანამშრომლობის ხარისხის შეფასებაში.

ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 კერძო ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 11 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 2019 წლის ნომინაციები გადაეცათ შემდეგ ინსტიტუციებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტურ კორპუსს.

ორგანიზაციამ „ღია სასამართლო ინსტანციის“ ნომინაცია 2018 წელს გადასცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2017 წელს - მცხეთის რაიონულ სასამართლოს, 2016 წელს - ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2015 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს. 2014 წელს, ამავე სასამართლო ინსტანციას ოპერატიული საჯარო ინფორმაციისთვის.



კომენტარები