გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 2019 წელს „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ დაჯილდოვდა

30 დეკემბერი, 2019

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 2019 წელს „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ დაჯილდოვდა. გაზეთის რედაქციას სპეციალური ნომინაცია ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადასცა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 კერძო ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 11 ჟურნალისტი დაჯილდოვდა.

ორგანიზაციის ნომინაცია „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ 2018 წელს გადაცემას: „დილა ობიექტივზე“, 2017 წელს - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, 2016 წელს - ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა: „ბიზნეს-კოდი“, 2015 წლეს - ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა: „ბიზნეს-კონტაქტი“, 2014 წელს კი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა; „მოამბეს“.



კომენტარები