„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს საზოგადოებისთვის სამართლებრივი ჩართულების პროცესზე ინფორმაციის მიწოდებას. ორგანიზაცია, მთელი თვის მანძილზე, აქტიურად პასუხობდა მოქალაქეების შეკითხვებს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის გზით, ასევე ორგანიზაციის ოფიციალური Facebook-ის გვერდის მეშვეობით. ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველა ადამიანს იმ ნდობისთვის, ვისაც სამართლის დამკვიდრებაში ჩვენი გუნდი საიმედო პარტნიორად და ორგანიზაცია - პროფესიული ღირებულებების ერთგულად მიაჩნია.
1 ვალდებულებითი სამართალი - ი.ხ-ს განემარტა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა და შედეგები. მოქალაქეს სურდა ვადამდე ადრე მოეხდინა ხელშეკრულების შეწყვეტა. მაგრამ მხარეთა შორის ასეთი შეთანხმება, ხელშეკრულებით, არ შეთანხმებულა. მოქალაქეს განემარტა უძრავი ქონების გასხვისების შესაძლებლობა და ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ან მოსალოდნელი შედეგები.
2. ვალდებულებითი სამართალი - გ.ბ.-ს განემარტა 2009 წელს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების საკითხი. მოქალაქემ მომართა ორგანიზაციას და განმარტა, რომ 2009 წელს საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა ბანკთან, სესხის დაბრუნების თარიღი შეთანხმდა 2015 წლის მაისი, რაც რთული სოციალური მდგომარეობის გამო, არ გადაუხდია. 2019 წელს, ბანკმა მოთხოვნის უფლება დაუთმო საკრედიტო კომპანიას, რომელმაც მოქალაქის მიმართ, სასამართლოში 2020 წლის იანვარში აღძრა სარჩელი და მოითხოვა თანხის დაკისრება. მოქალაქეს პოლიციის მეშვეობით ჩაბარდა სარჩელი. მოქალაქეს განემარტა, რომ მოთხოვნა წარმოადგენდა ხანდაზმულ სესხს და მისი გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა. ორგანიზაციის მხრიდან მოხდა იურიდიული დახმარების აღმოჩენა და მოქალაქეს მოუმზადდა შესაგებელი სარჩელზე, რაც კანონით განსაზღვრულ ვადაში, წარდგენილ იქნა სასამართლოში.
3. ვალდებულებითი სამართალი - მ.ბ-ს განემარტა ბანკის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებით არსებული ვალდებულების სამი თვის ვადით გადავადების პროცესში გაზრდილი გადასახადის დაძლევის შესაძლებლობები. მოქალაქის განმარტებით, სრულფასოვანი ინფორმაციის შემთხვევაში, სესხის გადავადებაზე თანხმობას არ გამოხატავდა, ჯამური გადასახადის შემთხვევა კი ქმნიდა პრობლემას.
4. ვალდებულებითი სამართალი - ნ.კ-ს განემარტა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ზედებასთან დაკავშირებული სასამართლოში წარდგენილი სარჩელის იურიდიული პერსპექტივა და საქმეზე ახალი სტრატეგიის შექმნის საკითხები.
5. ვალდებულებითი სამართალი - მ.ჩ-ს განემარტა თანხის დაკისრების მოთხოვნის საქმეზე იურიდიული პერსპექტივა. მოქალაქის განმარტებით, თანხას ბინის რემონტისთვის სისტემატიურად უგზავნიდა მეგობარს. 2019 წლის შემოდგომაზე, საქართველოში ყოფნის დროს აღმოჩნდა, რომ რემონტი არ გაკეთებულა. მეგობარმა თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან გზავნილები ნაწილიც არ წარმოადგენდა მოქალაქის მხრიდან უშუალოდ დარიცხულ თანხებს. მოქალაქეს გააჩნია თანხის დაკისრების მოთხოვნის ვარგისი მტკიცებულებები, რაც საფუძვლიანად შეფასდა ორგანიზაციის მხრიდან. მოქალაქემ საქართველოში დაბრუნების შემდგომ დავის დაწყებისა და ორგანიზაციასთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა.
6. ვალდებულებითი სამართალი - ნ.ა.-ს განემარტა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი საკითხები.
7 ვალდებულებითი სამართალი - ნ.ა.-ს განემარტა უძრავი ნივთის გირავნობის შემთხვევაში, უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკის სამართლებრივი მდგომარეობისა და მისგან გამომდინარე იურიდიული შედეგების საკითხი. მოქალაქეს სურდა უძრავი ნივთის გირავნობა, თუმცა მესაკუთრე ნაწილობრივ უზრუნველყოფდა იპოთეკარის ვალდებულების გადახდას. პირს განემარტა ასეთ შემთხვევაში საკითხთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები.
8 ადმინისტრაციული სამართალი - ნ.კ-ს განემარტა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შედგენილი ჯარიმის გასაჩივრების წესი. მოქალაქის განმარტებით, დაჯარიმება განხორციელდა გარევაჭრობის მდგომარეობის გამო. შესაბამისად, პირს დეტალურად განემარტა ჯარიმის გასაჩივრების პერიოდი და წესი.
9 სახელშეკრულებო სამართალი - შ.ბ-ს განემარტა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირობების შესრულების და დარღვევის სამართლებრივი შედეგები. პირის განმარტებით, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის განხორციელების ფარგლებში, უზრუნველყოფდა სამეწარმეო საქმიანობას, რომლის შეჩერების სანაცვლოდ, კონტრაქტორმა კომპანიამ გაუფორმა ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულება არ ასახავს თავდაპირველ შეთანხმებებს. მოქალაქემ ითხოვა ხელშეკრულების სადავო პირობების განმარტება და სამართლებრივი გზით პერსპექტივის გარკვევა.
10. სახელშეკრულებლო სამართალი - ს.ლ-ს განემარტა სამშენებლო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შესრულების საკითხები. კერძოდ, მოქალაქის განმარტებით, პანდემიის პირობებში, მშენებარე კომპანიამ ვერ უზრუნველყო დათქმულ დროში ბინის მყიდველისთვის ჩაბარება. პირს განემარტა, რა მოთხოვნების წარდგენის საშუალება არსებობდა ასეთ დროს მშენებარე კომპანიის მიმართ.
11. გამოხატვის თავისუფლება - მ.ა.-ს განემარტა ცილისწამებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები და დავის სასამართლოში წარდგენის პერსპექტივები.
12. სახელშეკრულებო სამართალი - ე.ჯ-ს განემარტა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობების სამართლებრივი გზით გადაჭრის გარემოებები. პირმა სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, სანაცვლოდ უნდა მიეღო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, თუმცა აღმოჩნდა, რომ უძრავ ქონებას მასთან ერთად, კიდევ ორი სხვა მესაკუთრეც აღმოაჩნდა. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. მოქალაქეს განემარტა დავის სამოქალაქო წესით გაგრძელების მნიშვნელობა.
13. საოჯახო სამართალი - ა.ვ.-ს განემარტა განქორწინების სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებული წესები. მოქალაქეს სურდა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან განქორწინება და სამართალწარმოების პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება. მხარეს განემარტა საკითხზე დეტალური ინფორმაცია.
14. შრომის სამართალი - მ.ბ-ს განემარტა უხელფასო შვებულებაში გასვლის პირობებში მთავრობის მხრიდან დაწესებული ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა და შეღავათის მიღებისთვის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის საკითხები.
15. სახელშეკრულებო სამართალი - ი.ხ-ს განემარტა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარემოებები. მოქალაქეს სურდა ვადამდე ადრე დაესრულებინა მხარესთან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები, გადაეხადა თანხა და უძრავი ქონება მიეღო გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ, პირს სრულად განემარტა საკითხზე არსებული სპეციალური დათქმებისა და დავის სასამართლო წესით განვითარების მნიშვნელობა.
16. შრომის სამართალი - მ.გ-ს განემარტა მთავრობის მხრიდან გაცემული ერთჯერადი კომპენსაციის მიღების შემდგომი ტექნიკური და საორგანიზაციო ხასიათის საკითხები.
17. შრომის სამართალი - რ.რ.-ს განემარტა შრომითი კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის შედეგად, მისაღები კომპენსაციის სამართლებრივი მდგომარეობა. მოქალაქის განმარტებით, სადისტიბუციო კომპანიამ პანდემიის გამო, ცალმხრივად შეწყვიტა მასთან კონტრაქტი, რომლის გასაჩივრების სურვილიც არ გააჩნდა. ამასთან, შრომითი ხელშეკრულება კომპანიის სასარგებლოდ უზრუნველყოფილი აღმოჩნდა უძრავ ქონებაზე იპოთეკით, რომლის მოხსნასაც, კომპანია არ ცდილობს. მხარეს განემარტა საკითხებთან მიმართებით სამართლებრივი მიდგომები და ორგანიზაციამ მოქალაქის პრობლემაზე მიმართა კომპანიას კომპენსაციის გაცემასა და იპოთეკის ვალდებულებისგან უძრავი ქონების გათავისუფლებისთვის.
18. საოჯახო სამართალი - ი.მ-ს განემარტა მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებული სამართლებრივი მოცემულობა.
19. შრომის სამართალი - ნ.მ-ს განემარტა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობები, კომპენსაციის ოდენობისა და სასამართლოსთვის მიმართვის პერსპექტივა.
დამატებითი აქტიურობები - ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში, აგრძელებს მუშაობას სარჩელისა და შესაგებლის პროექტებზე. მიმდინარე საქმეების ფარგლებში, წერილობითი კომუნიკაცია არსებობს სასამართლოებთან. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას გიხდით ნდობისა და თანამშრომლობისთვის!