მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის უწყებაც შესანიშნავად მუშაობს არასრულწლოვანთა რეფორმის პროცესში, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი, რომლიც, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოების წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები და არც ერთ დავაზე, კანონის გასაკვირადაც, შედეგი არ ჩანს. ბუნებრივია, ასეთ დროს კონკრეტული საქმის მწარმოებელი ჩინოსანის პასუხისმგებლობაა, გამოირიცხოს ეჭვები, კავშირები, სისტემის შიგნით შესაძლო მფარველები და საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება - ასე ეხმაურება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი გამოცემა „პრაიმთაიმში“ უცნობი ავტორის მიერ 2020 წლის 3 ივნისს გამოქვეყნებულ მასალას, სათაურით: „თბილისში დედა 5 წლის შვილს ეძებს - ამბობს, რომ ბავშვი მამამ გაიტაცა“. არჩილ კაიკაციშვილი, იმ არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში, რომლის ქვეყნიდან გაყვანას, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეუღლისგან ოლივია ანტონი ითხოვს.
„სააგენტონზე, 3 ივნისს, ოლივია ანტონის ადვოკატმა, ლოლა კურკუმულმა, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტს ხელმძღვანელობს, პროფესიულად, ჩემდა სამწუხაროდ, არაერთი მცდარი და უსაფუძვლო ინფორმაცია გაავრცელა. ეს მას არ ეკადრება, რადგანაც კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, არ ნიშნავს კლიენტის იმ ქმედებების გამართლებას, რომლის უწესობაზეც საქმეში სხვადასხვა მტკიცებულებაა. საოჯახო დავა, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ამჟამად განიხილავს, მრავალწახნაგოვანია. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომა დახურულია და მხარეებს არ გვაქვს შესაძლებლობა, დეტალურად ვისაუბროთ მტკიცებულებებზე. ლოლა კურკუმულის შეფასებები, რომ ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ითვლება კვიპროსის რესპუბლიკა, სადავოა და არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულს დაამტკიცებს. მამამ შვილი დედის ინფორმირების საფუძველზე გამოამგზავრა კვიპროსიდან საქართველოში, 2018 წლის დეკემბერში და არა - გაიტაცა, როგორც ამას კოლეგა ამტკიცებს, ჩვენ კი გვაქვს აღნიშნულის შესახებ უტყუარი მასალა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მეუღლეებს სწორედ ბავშვის აღზრდის საკითხების გამოც, ურთიერთობები ნამდვილად გაუფუჭდათ, შემდეგ ოლივია ანტონის მიმართ მეუღლემ შეაჩერა ფინანსური უზრუნველყოფა, მოითხოვა განქორწინება, რის გამოც, ოლივია ანტონმა გადაწყვიტა შურისძიება - საქართველოში, განქორწინების დავის წამოწყების პარალელურად, კვიპროსის პოლიციაში შეიტანა საჩივარი ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პირდაპირი მტკიცებულება. ამჟამად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების პირობებში, რომელიც გასაჩივრებულია და მამა მოითხოვს ახალი წესით მშობლების შვილთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ბავშვი არ გამოთქვამდა სურვილს დედასთან ხშირი კონტაქტი არსებულიყო. დროებითი გადაწყვეტილების აღსრულებას პრობლემა არ ჰქონია, არსებობდა ობიექტური მიზეზები მისი შეუსრულებლობის ცალკეული ეპიზოდების გამო“ - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ლოლა კურკუმული არ საუბრობს იმ საფრთხეზე, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის მოქალაქის საქართველოდან არალეგალური გზით გაყვანის საფრთხეზე. მაშინ, როდესაც ლოლა კურკუმული საუბრობდა დედის მხრიდან ბავშვის „ქუჩა-ქუჩა“ ძებნის გარემოებაზე და ცდილობდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ საზოგადოებაში თანაგრძობის გამოწვევას, სინამდვილეში, არასრულწლოვანი დედასთან იმყოფებოდა. რაც შეეხება გამოცემას, მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის, არასრულწლოვანს „არავინ ეძებდა“, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.
ამასთან, გამოცემა „პრაიმთაიმმა“ უარი თქვა არჩილ კაიკაციშვილის იმ შეფასების გამოქვეყნებაზე, რომელიც შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვას. გამოცემამ 5 ივნისს კვლავ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბავშვი დედასთან ერთად, ნათესავის აგარაკზე იმყოფება. მასალაში თავის აზრს გამოთქვამს სოციალური მუშაკი ნინო იობაშვილი, რომელიც არაერთ უკანონო ქმედებაშია მხილებული და ღიად ლობირებს ოლივია ანტონის ინტერესებს. ბავშვს მის მიმართ არ გააჩნია ნდობა. 2020 წლის 5 თებერვალს, არასრულწლოვანმა ნინო იობაშვილს საცხოვრებელ მისამართზე ღიად განუცხადა უნდობლობა და სახლიდან გააძევა, 2019 წლის ნოემბერში კი, ნინო იობაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაკითხვის დროს აღიარა, რომ ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიურად იძალადა და შემთხვევას უწოდა „ემოციური გადაცდომა“. ასევე, საქმეში წარმოდგენილია პოლიციის განყოფილებაში სოციალური მუშაკის მხრიდან ბავშვზე ზემოქმედების აღწერაც, რომელიც ფსიქოლოგმა აღწერა. ყველა მხილებაზე ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებელი ორგანოები საეჭვოდ სდუმს.