თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დარჩენის საქმეზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერლპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან გაჭიანურების მიზეზებს ხედავს და აღნიშნავს, რომ სასამართლო ყველა ზომას მიიღებდა მომდევნო სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის გამოსაცხადებლად. აღნიშნული განმარტება საქმის თავმჯდომარე და მომხსენებელმა მოსამართლე ნატალია ნაზღაიძემ 3 ივლისის სხდომაზე გააკეთა, სადაც სააგენტოს 2 ივლისის განცხადების შინაარსი გახდა ცნობილი. სააგენტომ არასრულწლოვნის ე.წ. პროტოკოლის წესით გამოკითხვისთვის სხდომის გადადება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით, შესაძლოა გაზიარებულიყო არასრულწლოვანი მამის წარმომადგენლის განმარტებები საქმის გაჭიანურებაზე და სხდომის გადადების წინაპირობები ფორმალურად არ არსებობდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2020 წლის 3 ივლისის სხდომაზე უნდა მომხდარიყო არასრულწლოვნის გამოკიტხვა. ბავშვი იმყოფებოდა დედასთან - ოლივია ანტონთან. სასამართლოს დავალების შესაბამისად, დედას გააჩნდა ვალდებულება არასრულწლოვანი სხდომაზე წარმოედგინა. სხდომაზე ოლივია ანტონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანი დედასთან ერთად, მცირე დროში უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში, თუმცა წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება ტყუილი აღმოჩნდა. დედა ბავშვთან ერთად არ გამოცხადებულა სასამართლოში. ორგანიზაცია განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერლპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და ოლივია ანტონს შორის, თვალსაჩინოა არსებობდა კოორდინაცია და შეთანხმება, ბავშვი არ წარმოდგენილიყო სხდომაზე, რადგანაც არსებობდა სხდომის სხვა დროისთვის გამართვის შუამდგომლობა. ვინაიდან სოციალური მუშაკის მონაწილეობის გარეშე სასამართლო სხდომა ვერ გაიმართებოდა, დედამ შვილი არც დამოუკიდებელი ნებით არ წარმოადგინა სხდომაზე, რაც კიდევ ერთხელ ღიად მიუთითებს იმის შესახებ, რომ დედის - ოლივია ანტონის ინტერესებს გამოხატავს და არღვევს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის ძირეულ პრინციპებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის დროებითი განკარგულების თანახმად, არასრულწლოვანის მამას სრული უფლება გააჩნდა შვილთან ურთიერთობა განეხორციელებია ხუთშაბათს, 2 ივლისს, 21:00 საათიდან. მამა სასამართლოს განკარგულების თანახმად, გამოცხადდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, სადაც ბოლო ინფორმაციით, დედას არასრულწლოვნი ნათესავების ბინაზე ყავდა. მხარე ინციდენტების თავდიან არიდების მიზნით, გამოცხადდა მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში, რომელსაც ეთხოვა დედის დროებით საცხოვრებელ მისამართზე ერთობლივი გადაადგილება. პოლიციამ განყოფილებაში გამოიძახა ოლივია ანტონის ნათესავი, ოჯახის წარმომადგენელი ზურაბ თ, რომელმაც განმარტა, რომ დედა შვილტან ერთად, სოფელში არ იმყოფებოდა და გადაადგილებული იყო ქ. თბილისში. განყოფილების უფროსის, გიორგი ბიწკინაშვილის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად, პოლიციამ აღნიშნა, რომ ოლივია ანტონი იმყოფებოდა ქ. თბილისში. შესაბამისად, ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა - მამამ 2 ივლისს შვილთან შეხვედრა ვერ შეძლო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ ორმა სახელმწიფო უწყებამ - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებამ და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრმა, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 2020 წლის 2 ივნისს, არასრულწლოვანის მამას ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლით გამოცემული 30-დღიანი შემაკავებელი ორდერით, უკანონოდ შეუზღუდეს შვილთან ურთიერთობა. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ სარწმუნოდ მიიღო ოლივია ანტონის მიერ ბავშვის საქართველოდან გაყვანის საფრთხე, რის შედეგადაც, 5 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ოლივია ანტონს აეკრძალა საქართველოდან ბავშვის გაყვანა (გადაადგილება). მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკის 2020 წლის 17 ივნისის წერილის თანახმად, არასრულწლოვანი დედასთან ერთად დროებით იმყოფებოდა ნათესავების ოჯახში, მისამართზე: სოფელი მუხრანი. თავის მხრივ, მამამ მიმართა სასამართლოს უსაფუძვლოდ მიღებული შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი (მოთხოვნა) დაკმაყოფილდა, გაუქმდა ორდერი, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა მიჩნეული ორდერის გამოცემის საფუძველი - ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის 2020 წლის 30 მაისის დასკვნა და დადგინდა, რომ ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს - მამას სახელმწიფო უწყებებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 30 დღით, დაუსაბუთებლად შეუზღუდეს შვილთან ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ორდერის მოქმედების პერიოდში, დედამ უარი განაცხადა ნებისმიერი სახის კომუნიკაციაზე და არასრულწლოვანის ოჯახი (მამა, ბებია) აღმოჩნდა ინფორმაციის ვაკუუმში ბავშვის მდგომარეობის თაობაზე. ამ პროცესში, დახმარებაზე უარი განაცხადა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრმა, რომლითაც, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აინტერესებს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და დედის - ოლივია ანტონის სამართლებრივი მხარდამჭერია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ არასრულწლოვანის მამა 2020 წლის 3 ივლისის სხდომის შემდგომ, სასამართლოს დროებითი განკარგულების ფარგლებში, შვილთან შეხვედრის უზრუნველყოფის და მისი ადგილსამყოფელის მოძიების მოთხოვნით, გამოცხადდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრში, შეხვდა ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, უფროსს სოციალ მუშაკს ნინო იობაშვილს, მოთხოვნები დააფიქსირა წერილობითი ფორმით, მაგრამ ნინო იობაშვილმა განაცხადა, რომ ოლივია ანტონის განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრს ცალმხრიდ გააჩნდა სასამართლოს დროებითი განკარგულების სააღრსულებლო ფურცელის მოქმედება შეჩერებული და ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას დახმარებოდა არასრულწლოვნის მამას მოთხოვნების განხორციელებაში (აღნიშნული სამართლებრივი ნონსესია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო ოლივია ანტონის მხარდაჭერისთვის, უკვე ყველაფერს კადრულობს) მოგვიანებით, მამამ განცხადება გააკეთა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მე-7 სამმართველოში და მოითხოვა სასამართლოს დროებითი განკარგულების ხელშეშლაში მეუღლის - ოლივია ანტონის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ბავშვის ადგიმდებარეობის მოძიება. მამამ განაცხადა, რომ მეუღლე ბავშვს არ აჩვენებს იმ მიზეზებით, რომ სურს ბავშვი არალეგალური გზით გადაადგილოს არასრულწლოვანი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, რითაც შური იძიოს მასსა და მეუღლის ოჯახზე. 5 ივლისის მდგომარეობით, მხარისთვის უცნობია პოლიციის მოქმედება და ბავშვის ადგილმდებარეობა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, მომართა კვიპროსის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო წესრიგის სამინისტრომ ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქის პ.ა.-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის - ვ.ა.-ს ა სავარაუდო არამართლზომიერი გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის მიზეზი გახდა არასრულწლოვანი დედის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ოლივია ანტონის განცხადება, რომელიც აღნიშნავდა, რომ მეუღლემ შვილი უმისამართლოდ გადაადგილა და მოითხოვდა ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას - კვიპროსის რესპუბლიკაში დაბრუნებას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ოჯახი ჯერ ცხოვრობდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, შემდეგ კვიპროსის რესპუბლიკაში, თუმცა 2017 წლიდან ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლად აერჩიათ საქართველო. 2018 წლიდან, არასრულწლოვანი, მამა და ბებია საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილისში, დედა კი ცხოვრებას აგრძელებდა კვიპროსის რესპუბლიკაში. არასრულწლოვანის არაჯეროვანი აღზრდის გამო, მეუღლემ საქართველოში გადაწყვიტა განქორწინების დავის წარმოება, რამაც ოლივია ანტონის შეურიგებელი პოზიცია გამოიწვია და იმის მიუხედავად, რომ ბავშვის ადგილმდებარეობის შესახებ დედას გააჩნდა სრულფასოვანი ინფორმაცია, კვიპროსისი რესპუბლიკის შესაბამისს უწყებებთან განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა შვილის გაუჩინარების ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მიიჩნია, რომ არასრუწლოვანი კვიპროსის რესპუბლიკაში უნდა დაბრუნდეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი კვიპროსის რესპუბლიკაა, თუმცა სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევით. მოისმინა, მაგრამ არ გაითვალისწინა საცხოვრებელი ადგილის შესახებ ბავშვის პოზიცია, საქართველოს საცხოვრებლად არჩევის დასაბუთება, ადაპტაცია და გარემო, მხედველობაში მიიღო მხოლოდ ოლივია ანტონის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, კვიპროსის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ადგილისა და დასაქმების თაობაზე, რაც დღევანდელი მასალებით დგინდება, რომ ყალბი დოკუმენტებია - სასტუმრო დასაქმების კონტრაქტის არსებობას უარყოფს და ოფიციალური წესით არ იძებნება ქუჩაც, რომელიც ოლივია ანტონსს საცხოვრებელ მისამართად აქვს სასამართლოსთვის მითითებული.
არასრულწლოვანის ოჯახი უარს აცხადებს არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში ნებაყოფლობით დაბრუნებაზე და მათ აქვთ ყველა ვარგისი მტკიცებულება დაამტკიცონ, რომ არასრუწლოვანი არამართლზომიერად არ იმყოფება საქართველოში და არც უკანონოდ დაკავებულ პირს წარმოადგენს. არასრულწლოვანი დაბადებიდან იზრდება მამასთან და მამის ოჯახთან, რომელიც ზრუნავს და უქმნის მას ყველა პირობას, რათა დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დედამ გამოავლინა ბავშვის მიმართ არასათაანდო საამღზრდელო უნარ-ჩვევები. სამწუხაროდ, არასრულწლოვანი დედის მიმართ, ქართულმა პოლიციამ 3-ჯერ მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოყენების გადაწყვეტილება. ორ შემთხვევაში - მეუღლესთან კონფლიქტის გამო, ერთ შემთხვევაში კი ბავშვთან ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მამის ოჯახი 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოში საცხოვრებლად კვიპროსის რესპუბლიკიდან გადმოვიდა, შეწყდა დედის მატერიალური უზრუნველყოფა, ქალბატონმა სარჩელი წარადგინა შვილის გაუჩინარების საფუძვლებით და სამართლებრივი მეთოდებით დაიწყო საქართველოში მყოფი მეუღლის ოჯახის შევიწროვება.
ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის გადაწყვეტილებით, დედა გაფრინდა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ და მამის ხარჯებით ოთხდღიანი ვიზიტით ამსტერდამში, სადაც მას სურდა გამოეცადა ახალი ტიპის მარიხუანა. ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ოლივია ანტონის, როგორც დედის მოვალეობები, უკიდურესად უარყოფითადაა შეფასებული. სასამართლოს წინაშეა მშობლებს შორის 2016 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ოლივია ანტონი უარს ამბობს ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარებასა და არასრულწლოვანის თანდასწრებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებასა და სიგარეტის მოწევაზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება, როგორც სხვა ფაქტობრივი გარემოებები, დასახელებული საქმიდან, მნიშვნელობის, შეფასებისა და რეაგირების გარეშეა იმ უწყებების მხრიდან, ვისაც სწრაფი გამოძიება და გადაწყვეტილებების მიღება ეხება.
ფარული გარიგებების შედეგად და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების საზიანოდ, საქმეში უკიდურესად ნეგატიურ როლს ასრულებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერლპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და მისი ტერიტორიული ერთეული - ქ. თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო იობაშვილი და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსი, გიორგი კუპრეიშვილი, რომლებსაც არ გააჩნიათ ადმინისტრაციული, კომუნიკაციის, პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია და არაერთგზის დაარღვიეს მიუკერძოებლობა - მოქმედებენ სუბიექტური ინტერესით, ფიქსირდებიან მხარედ და აწარმოებენ ოლივია ანტონის მხარდამჭერ კამპანიას ბავშვის მეორე კანონიერი წარმომადგენლის - მამის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. სოციალური მუშაკის - ნინო იობაშვილის მხრიდან ადგილი აქვს ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებსაც.
ნინო იობაშვილი არღვევს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის ძირეულ პრინციპებს (სოციალური მუშაობა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს). მამასთან მიმართებით, არღვევს თანაზომიერების პრინციპს, ვინაიდან მისი მხრიდან წარმოებულია ცილისწამებლური დოკუმენტების მთელი სერია, რომელიც ემსახურება ბავშვის მამის ამორალურობისა და სისხლის სამართლებრივი წესით დასჯის მიზნებს (სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული). ნინო იობაშვილი არღვევს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის ვალდებულებას, ვიანიდან მის მიერ შედგენილ დასკვნებსა და წერილებში ადგილი აქვს გაყალბებულ ფაქტებს (სოციალური მუშაკი მოქმედებს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას). ნინო იობაშვილი, საქმეში შესწავლი მასალებისა და მტკციებულებების ერთობლიობით, არის მიკერძოებული და გამოხატავს მხოლოდ ბავშვის დედის ინტერესებს, საოჯახო დავაში დაფიქსირებულია მხარედ (დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით). მას არ გააჩნია კანონით სავალდებულო სტრატეგიული, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, პროფესიული, ეთიკური კომპეტენცია, ვინაიდან უარს ამბობს მამის დარღვეული უფლებების მიმართ რეაგირებაზე, დაკავებულია მხოლოდ დედის ინტერესების ფარგლებში გადაწყვეტილებებზე, 74 წლის ბებიას განზრახ არ მისცა შვილიშვილთან ურთიერთობის უფლება, სამართლებრივი რეაგირება არ მისცა დედის მხრიდან სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულების დარღვევის ფაქტებს, არ ფლობს ინგლისურ ან ჩეხურ ენებს. კითხვაზე, როგორ აღწერა ბავშვის პოზიციები სხვადასხვა საკითხზე, როდესაც ბავშვი საუბრობს ჩეხურ ენაზე და ესმის ინგლისური ენა, სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ბავშვის ჟესტიკულაცია დაუდო საფუძვლად სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებს. ყოვლად სამარცხვინოა ნინო იობაშვილის მიმოწერა ბავშვის მამასთან, სადაც ელექტრონული შეტყობინებებში ინგლისურ ენაზე გადასაცემი მოსაზრებები წარმოდგენილია რუსულ ენაზე, ისიც გაუმართავი გრამატიკული ჩანაწერებით, რაც მთლიანობაში ქმნის სოციალური მუშაკის დასახელებულ დავაში არაკომპეტენტურობის მაგალითს (სოციალური მუშაკი „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს კომპეტენციებს). ამდენად, ორგანიზაცია სამარცხვინოს უწოდებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების სახელით დასახელებული სოციალური მუშაკის ქმედებებს და კატეგორიულად მოითხოვს მათი საქმიანობის შემოწმებასა და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. ნინო იობაშვილის საქმიანობის კომპეტენცია ქმნის მიკერძოების და ანგარების უფრო მძიმე საფუძვლებს, იმსახურებს საზოგადოების უნდობლობას და მოითხოვს ზედამხეველი სტრუქტურების მხრიდან სასწრაფო გადაწყვეტილებებს.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში 2019 წლის ნოემბერში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩაერთო. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს: ნატალია ნაზღაიძე (თავმჯდომარე), მაია სულხანიშვილი, მაია გიგაური, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი საქმე - ირინა ზარქუამ განიხილა. მხარე ვარაუდობს, რომ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იმ საფუძვლებითად დადგა, რომ სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება კანონით მკაცრად დადგენილ 6-თვიან ვადის ბოლო დღეს გამოიტანა. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, აღნიშნული დავის სახით, ქართული სასამართლო მეშვიდე დავას განიხილავს. არასრუწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის - მამის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.