„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგს და სამართლებრივ დასკვნას გამოაქვეყნებს

5 ივლისი, 2020

2020 წლის 6 ივლისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საერთო სასამართლოების მხრიდან კომპანია „ლიდერფუდის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებსა და სამართლებრივ დასკვნას გამოაქვეყნებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მასობრივი საინფორმაციო-საშუალებებით ცნობილი გახდა დავა, რომლიც შეეხება კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების ერთმანეთთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქმეზე საჯარო ინტერესი ემსახურება მრავალ მილიონიან დავაზე სასამართლოების მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. სასამართლო დადანაშაულებულ იქნა სავარუდო კორუფციასა და გავლენის ჯგუფების კონტროლთან. შესაბამისად, ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. ორგანიზაციამ, ამ მიზნით, საქმის მასალებზე ხელმისწავდომობა პროცესის მონაწილე მხარეებს სთხოვა. პროცესის მონაწილე მხარეებმა სრულად მიაწოდეს ორგანიზაციას საქმის მასალები, რაც იქნა შესწავლილი და მომზადდა სამართლებრივი დასკვნა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თავის არაერთ შეფასებაში, შერჩევითი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფორმად სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენებას მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში კი, „ლიდერფუდთან“ მიმართებით, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას აქვს ადგილი, რაც საქმეს ხდის საჯარო ინტერესის შემთხვევად. ორგანიზაცია არავითარ შემთხვევაში, არ განიხილავს დავის შინაარს და არ წარმოადგენს მათზე რაიმე სახის შეფასებას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს და მხარეთა შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთს. ორგანიზაციის მიზანია, შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები და წარმოადგინოს ხედვა, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ

ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს 15:00 საათზე, „პრაიმ თაიმის“ პრეს-კლუბში წარმოადგენს. 



კომენტარები