თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ლილოს სამრეწველო ზონაში მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, დაზუსტებული მიწის ფართობი: 6448.00 კვ.მ და ლილოს სამრეწველო ზონაში მშენებლობის სამინისტროს N1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, დაზუსტებული მიწის ფართობი: 10705.00 კვ.მ ნაკვეთის გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა აუკრძალა, რითაც სრულად დაკმაყოფილდა ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ მოთხოვნა 2012 წლამდე წართმეულ 778,515,00 ლარზე მეტი ღირებულების ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენისა და ქონების დაბრუნების კუთხით აუცილებელი სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებაზე. სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე შესულია კანონიერ ძალაში და მან განვლო ორი ინსტანციის კონტროლი. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
2020 წლის 30 ივლისს, ს.ს. „მრწევრკინიგზამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნება მოითხოვა. ქონებები 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად, სააქციო საზოგადოებას ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს და სახელმწიფოს საკუთრებაში აისახა. 2012 წლის შემდგომ მხარემ მიმართა სასამართლოს და იმ აქტების გაუქმება მოითხოვა, რომლიც ნების საწინააღმდეგოდ, ქონებების დათმობის საფუძველი გახდა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქონებების ნაწილზე კანონსაწინააღმდეგო და ამორალურად გამოცხადდა 2012 წლამდე მიღებული გადაწყვეტილებები. მოლოდინი, სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ დაუბრუნებდა დასახელებულ ქონებებს, არ გამართლდა. შესაბამისად, მხარემ ისევ მიმართა სასამართლოს და უძრავი ქონებების დაბრუნების კუთხით განაახლა სამართალწარმოება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქმეზე ფუნდამენტური ხასიათის კვლევა მოამზადეს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის 2021 წელს გახდება. ორგანიზაცია საქმეში 2019 წლიდან ჩაერთო. ს.ს. „მრეწვრკინიგზას“ ინტერესებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავს.