2021 წელს, გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდი განახლდება და ორგანიზაცია ახალი ფორმატით, ასევე განახლებული სარედაქციო კოლეგიითა და ახალი პერიოდიკით, პროფესიულ საზოგადოებისთვის განაახლებს სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას. აღნიშნულის შესახებ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განცხადება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა გააკეთა.
როგორც ორგანიზაციის სადამფუძნებლო პლათფორმა ითვალისწინებს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, გახდენენ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკის სფეროს შეფასებებსა და პროცესში. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს პროფესიონალიმზე. ამიტომაც, ორგანიზაცია ყოველთვის არჩევს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიულ და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, სამართლებრივი პოლიტიკის ანალიზსს, საჯარო დებატების კულტურას და გამოცდილებას, კვლევითი საქმიანობის უნარებს, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ექსპერტიზას და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტურ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს.
რაც შეეხება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ამავე სახელწოდებით სამეცნიერო ჟურნალს, პირველი ნომერი 2014 წლის მარტში გამოიცა და მიზნად დაისახა სამართლის დარგში დამწყები თუ მოქმედი იურისტებისთვის სამართლის აქტუალურ საკითხებზე ახალი ველის შეთავაზება. ჟურნალმა მოიპოვა პერიოდული გამოცემის (ISSN) კოდი. ბოლო ნომერი 2019 წლის იანვარში გამოიცა, 2021 წლიდან კი გამოცემა პერიოდიკას განაახლებს, სტილს და შინაარსობრივ მხარეს შეიცვლის და სარედაქციო კოლეგიის ახალი შემადგენლობას შეარჩევს.