ხვალ საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი გამოქვეყნდება

13 ოქტომბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ხვალ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. ორგანიზაციამ თბილისში, მიმდინარე წლის 5–6 ოქტომბერს, თემაზე: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა. მოქალაქეებმა უპასუხეს შემდეგ დასმულ შეკითხვებს: „იღებთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?“, „მომავალმა პრეზიდენტმა, რომელ ეროვნული მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალოს სტრატეგია შედეგის მისაღწევად?“, „საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რომელი კანდიდატი მოგწონთ?“, „რომელი ინსტიტუტების შესუსტებას/გაძლიერებას გამოიწვევს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა?“, „რა განაპირობებს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას?“, „საჭიროებს თუ არა ქართული პოლიტიკა ახალ სახეებს?“

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვა მომზადდება რესპოდენტთან პირისპირ ინტერვიუს ფორმატში, მარტივი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თბილისის მეტროსადგურებთან და ხალხმრავალ ადგილებში. სულ, გამოიკითხება 1000 რესპოდენტი. გამოკითხვას ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის მთავარი სოციოლოგი ნინო ღაჭავა. სოციოლოგიური გამოკითხვის პრეზენტაციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სოციოლოგები და ექსპერტული სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, 11:00 საათზე შედგება. 



კომენტარები