ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაში ცვლილება განახორციელოს და 2021 წლის 1 თებერვლიდან თბილისში მეტროპოლიტენის მუშაობა აღდგეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდება 2021 წლის 1 მარტიდან, სიცხადეს მოკლებულია. ჩვენ გვესმის მთავრობის განსაკუთრებული ზომები, რომელიც ეპიდემიის გავრცლების არიდების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, თუმცა ქ. თბილისში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობის მაღალ მაჩვენებელს ქმნის, მთლიანად უარის თქმა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებაზე, სამართლიანი და რაციონალური გადაწყვეტილება არ არის, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მოქალაქეების ყოფით მდგომარეობას, ბიზნესის საქმიანობას, მიმართლული არ არის ეკონომოკის ამუშავებისკენ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ქ. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების ნაწილში უნდა შეიცვალოს. მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა უნდა აღდგეს ეტაპობრივად და დაიწყოს თბილისის მეტროს მუშაობით. თბილისის მეტროს მუშაობა, სრულ დატვირთვამდე, შესაძლებელია განისაზღვროს 21:00 საათამდე. მთავრობამ და თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს აუცილებელი პირბადის, მომხმარებელთა ნაკადის, რიგის ან/და დისტანციის მართვის კონტროლის განხორციელება მეტროსადგურებთან. მუნიციპალური ტრანსპორტის ამ სახით ამუშავებას სასიცოხლო დანიშნულება გააჩნია მოქალაქეებისათვის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს მთავრობას საკითხის განსახილველად და ამ კუთხით, მხარს უჭერს ბიზნესის დიალოგს მთავრობასთან აღნიშნულ საკითხზე.