„ახალგაზრდა ადვოკატები“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე სადისკუსიო შეხვედრას დაესწრო

25 ივნისი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს მედიაკლუბი თავისუფლებისთვის და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (Jurnalist's breakfast at freedom office) ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, მედიისა და პოლიტიკური პარტიის წევრებმა, ერთობლივად იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბავშვთა უფლებები და საქართველოს კანონმდებლობა, კანონის აღსრულების პრობლემები, ბავშვთა უფლებების გაშუქება მედიაში და სხვა. დისკუსიის არსებითი ნაწილი დაეთმო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენების ანალიზსს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებით განჩინებაზე, რომლითაც პანსიონში შესვლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული და წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები სასამართლოს მიდგომების პრობლემურ მხარეებზე. ამასთან, საუბარი შეეხო ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ხარისხს, მედიის როლს და თავად ბავშვთა უპირატესი ინტერესების გათვალისწინების საკითხებს.

საქართველოს მედიაკლუბი თავისუფლებისთვის და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Jurnalist's breakfast at freedom office) მუდმივად იწვევს სადისკუსიო მაგიდას, რომელიც ქვეყანაში აქტუალურ საკითხებს შეეხება. შეხვედრას მედიაკლუბის ხელმძღვანელი ლაშა გიორგაძე უძღვებოდა.



კომენტარები