„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ნავთობპროდუქტების სფეროში წარმოებული საქმე წარმატებით დაასრულა და 233,000 ლარის გადახდევინების აღსრულება მოითხოვა

22 აგვისტო, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ნავთობპროდუქტების სფეროში მოქმედ კომპანიებს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო დავა, ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი ოპერატორი კომპანიის სასარგებლოდ დასრულდა. ორგანიზაციამ მოპასუხე 6 კომპანიის მიმართ წარმოებულ ყველა დავაზე წარმატებული შედეგი უზრუნველყო და სასამართლომ ყველა სარჩელი დააკმაყოფილა. მთლიანობაში, მოპასუხე კომპანიებს 233,000 ლარის გადახდა დაეკისრათ. არც ერთმა მოვალე კომპანიამ ვალდებულების შესრულება ნებაყოფლობით არ შეასრულა. შესაბამისად, თანხის იძულებითი გადახდევინების მოთხოვნით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა. კიდევ ერთ დავაზე შედეგი ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი ოპერატორი კომპანიის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში, ხოლო ერთ საქმეს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.



კომენტარები