დასახელება: იურისტ-კონსულტანტი (სტაჟირება პროექტის ფარგლებში)
გამოქვეყნება: 19 ნოემბერი/ბოლო ვადა 26 ნოემბერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
მთავარი მოტივაცია
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ (www.barristers.ge) წარმოადგენს იურიდიულ პროფესიაში მოქმედ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი საქმიანობის პლათფორმა ეფუძნება აღმასრულებელ გუნდის პერიოდულ განახლებას კვალიფიციური და პროფესიონალი ახალგაზრდების მეშვეობით. ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში სხვადასხვა დროს მოღვაწე პირები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში, კერძო სექტორში, ბიზნესში, ადამიანის უფლებათა სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. პლათფორმის მიზანიც იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას და საუკეთესო ტრადიციებს შეუძლია. აღმასრულებელი გუნდის განახლება მუდმივად ეფუძნება ღია, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ კონკურსის შედეგებს. შესაბამისად, ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში მოხვედრა თითოეული კანდიდატის გამოწვევაა, რასაც მუდმივად მოწმობს ყოველი კონკურსის დროს რეგისტრირებულ აპლიკანტთა სიმრავლე.
ორგანიზაცია საგრანტო პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. შერჩეული კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს, როგორც პროექტის განხორციელებაში, ასევე ორგანიზაციის საერთო საქმიანობის პროცესში. შერჩეულ აპლიკანტთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება (სტაჟირების ხელშეკრულება) 6 თვის ვადით და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა ანაზღაურდება საგრანტო პროექტის ფარგლებში.
ორგანიზაცია, როგორც ყოველთვის, შერჩევის პროცესში, ყურადღებას დაუთმობს კანდიდატის ა) განათლებას და ცოდნას, ბ) ანალიტიკურ აზროვნებას, გ) პიროვნულ უნარ-ჩვევებსა და დ) პროფესიულ შესაძლებლობებს.
ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს პროფესიონალიზმზე. ამიტომაც, მოცემულ ეტაპზეც შეარჩევს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიულ და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, სამართლებრივი პოლიტიკის ანალიზსს, საჯარო დებატების კულტურას და გამოცდილებას, კვლევითი საქმიანობის უნარებს, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ექსპერტიზას და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტურ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს. ეს პირობა არ არის ფორმალური ხასიათის და გამომდინარეობს ორგანიზაციის პოლიტიკიდან.
შეარჩევს მხოლოდ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ორგანიზაციის სამუშაო გარემოსთვის დადგენილ წესებს, სტანდარტებს, მიდგომებსა და შესაბამისობაში აღმოჩდებიან ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან.
ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის წევრის მიმართ წარდგენილი აუცილებელი შერჩევის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
პირველ ეტაპზე, შეფასდება შემოსული აპლიკაცია;
მეორე ეტაპზე ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობის, აქტიური და საინტერესო Cv–ის ავტორს;
მესამე ეტაპზე კანდიდატთან მოხდება გასაუბრება;
მეოთხე ეტაპზე ორგანიზაცია გამოავლენს მესამე და მეოთხე ეტაპის შედეგების მიხედვით შეჩეულ კანდიდატებს.
შენიშნვა: გასაუბრების ეტაპი შედგება უშუალოდ და დაცული იქნება პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების ზომები.
შესაძლებელია, კანდიდატს გასაუბრების მიზნებისთვის მოეთხოვოს ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
საქმიანობა, რომელსაც გუნდის წევრი განახორციელებს:
• ორგანიზაციის სტრატეგიულ სამართალწამოებაში მონაწილეობა;
• ორგანიზაციის პროექტში უცხოენოვანი კლიენტების ინტერესების დაცვა;
• უცხოენოვანი მასალის გაცნობა, თარგმნა და ანალიზი;
• ორგანიზაციის სხვა საპროექტო საქმიანობაში ჩართვა და თანამონაწილეობა;
• სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ანალიზი;
• კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;
• მედიასთან ურთიერთობა, სიახლეების მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
• რეკომენდაციების, მიმართვების, განცხადებების დამოუკიდებლად მომზადება;
• ორგანიზაციის სამოქალაქო კამპანიებსა და დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა;
• ორგანიზაციის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა
• ორგანიზაციის საქმიანობის წარმოჩენა;
• ორგანიზაციის სახელით, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
პროფესიული კომპეტენცია, რომლის ცოდნაც მოეთხოვება კანდიდატს:
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს სამოქალქო კოდექსი;
• საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;
• ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ 1980 წლის ჰააგის კონვენცია (სავალდებულოა)
• ბავშვის უფლებათა კოდექსი.
პრაქტიკული კომპეტენცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის შეფასების ფარგლებს
• ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიისა და საზოგადოებრივი ფუნქციის სიღმისეული გააზრება;
• მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა, როგორც გუნდთან და ხელმძღვანელთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
• კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
• ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი (მნიშვნელოვანი პირობა);
• თავისუფლების მაღალი ხარისხი და პოლიტიკური მიუმხრობლობა;
• გავლენის ჯგუფებისგან დისტანცირება (მნიშვნელოვანი პირობა);
• კომუნიკაბელობა, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
• პროფესიული სტრესის მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი, გულწრფელობის მაღალი ხარისხი;
• განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარი;
• კოლეგის განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემა;
• შედეგზე ორიენტირება და ანალიზი;
• დისციპლინის პატივისცემა და თვითორგანიზება;
• კრეატიული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
• ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა B2, სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა);
• კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა.
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
განათლება:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მიმართულების II, III, IV საფეხურის სტუდენტები.
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ფოტოსურათი);
2. სარეკომენდაციო წერილი (სასურველია, ან მითითება CV ფორმატში არსებული რეკომენდატორისა და მისი საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ);
განსაკუთრებული აღნიშვნვა
1. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე: vakanciayb@gmail.com
2. სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „სტაჟირება“.
ორგანიზაცია მკაცრად იცავს კანდიდატის შერჩევის დროს შემდეგ პირობებს:
• უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც იცნობენ ორგანიზაციის საქმიანობას;
• საერთოდ არ განიხილება არასრულად წარმოდგენილი განცხადებები;
• გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობის, აქტიური და საინტერესო Cv–ის ავტორს,
• არ დავუკავშირდებით კანდიდატს, რომელიც არ დაიცავს რეზიუმეს გადმოგზვანის დადგენილ წესს;
• არ დავუკავშირდებით პირს, რომელიც კანდიდატის სტატუსით წარსულში მონაწილეობდა სტაჟირების პროგრამაში, მასთან ჩატარდა გასაუბრება და ორგანიზაციის მიერ არ მოხდა შერჩევა;
• არ დავუკავშირდებით პირს, რომელიც საქმიანობს სხვა იურიდიულ ფირმასა თუ სამოქალაქო ორგანიზაციაში