2021 წლის 10 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობის ფარგლებში, შემსრულებელი კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც სასარჩელო მოთხოვნის 295,400 ლარის ფარგლებში, საქართველოს ყველა კომერციულ ბანკში, ყადაღა დაედოს კომპანიის საბანკო ანგარიშს. ორგანიზაცია სასამართლოში დამკვეთი კომპანიის ინტერესებს წარმოადგენს.
საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 28 ივნისს, გაფორმდა ხელშეკრულებამ რითაც შემსრულებელმა კომპანიამ დამკვეთი კომპანიისგან სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიიღო დავალება არქეოლოგიური კრამიტის ანალოგიური ხელნაკეთი მოჭიქული კრამიტის დამზადებაზე. მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიას შორის 2018 წლის 28 ივნისს შორის გაფორმებული ხელშეკრულებამდე, მხარეთა შორის 2018 წლის 2 აპრილს გაფორმებული იქნა კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც შეეხებოდა არქეოლოგიური კრამიტის ანალოგიური ხელნაკეთი მოჭიქული კრამიტის დამზადებას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში საელჩოს გრანტის ფარგლებში უნდა შესრულებულიყო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთი იქნებოდა უფლებამოსილი შეემოწმებინა მოწოდებული კრამიტის ნებისმიერი ეგზემპლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკაციებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შემსრულებლისთვის მოეთხოვა თავიდან დაემზადებინა წუნდებული პროდუქცია. ამ შემთხვევაში, ხარჯების ვალდებულება ეკისრებოდა შემსრულებელ კომპანიას. კომპანიამ შეკვეთა დაამზადა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული (შეთანხმებული) პირობების დარღვევით, დამზადებული კრამიტი კი, გამოყენების დროს - დაზიანდა და გატყდა. ნაკეთობის უხარისხობაზე მოწმობს 2020 წლის 9 სექტემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც. დამკვეთმა კომპანიას შესთავაზა, ხარვეზის გამოსწორება ან თანხის ანაზღაურება, უკანასკნელად 2020 წლის 1 ოქტომბერს, თუმცა უშედეგოდ. შედეგად, დამდგარი ზიანის გამო და შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში, დამკვეთმა მიმართა სასამართლოს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმოებული საქმის საჯაროობას გეგმავს. შემსრულებელი კომპანიის ინტერესებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტები: კალე ურიდია და ლიზა ზუხბაია წარმოადგენენ.