გვჯერა, დავით ასათიანის არჩევა ინსტიტუციურად უფრო მეტად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს

11 დეკემბერი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების არჩევნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინსტიტუციური მდგრადობის პროცესში, 2021 წლის არჩევნები, მისი მომზადების, ჩატარებისა და გამჭვირვალობის კუთხით, საუკეთესო შეფასებას იმსახურებს. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბატონ დავით ასათიანს ულოცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით არჩევას. გვჯერა, დავით ასათიანის არჩევა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს, გააღმავებს ინიციატივებზე დაფუძნებულ სათანამშრომლო გარემოს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი თანასწოუფლებიანი მხარის დაცვის მიმართულებით. ამასთან, გაიზრდება ინდივიდუალური ადვოკატის როლი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გაძლიერდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობები და გაგრძელდება ინსტიტუციური განვითარება. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმატებას უსურვებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩეულ წევრებს შემდგომ საქმიანობასა და იურიდიული პროფესიის გაძლიერების საქმეში. მნიშვნელოვანია, თითოეული არჩეული წევრის პიროვნული და პროფესიული პასუხიმგებლობა, რათა საუკეთესოდ იქნეს წარმოჩენილი და დაცული ადვოკატის საზოგადოებრივი ნდობა და საზოგადოებრივი სახელი. 



კომენტარები