„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ყველაზე ღია საჯარო უწყების“ ჯილდო შემოსავლების სამსახურს გადასცა

28 დეკემბერი, 2021

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2021 წელს ჯილდო „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ სსიპ შემოსავლების სამსახურს გადაეცა. ორგანიზაციის გადაწყვეტილება დაეფუძნა პროფესიულ საქმიანობაში არსებულ გამოცდილებას და უწყებასთან საჯარო ინფორმაციის კუთხით არსებულ სტანდარტებს. ამასთან, სერვისებზე ხელმისაწვდომობის პროცესში უწყების მომსახურების სტანდარტებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2021 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 

ორგანიზაციის ნომინაცია „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ 2020 წელს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაეცა, 2019 წელს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, 2018 წელს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, 2017 წელს - სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, 2016 წელს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2015 წელს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, 2014 წელს კი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.



კომენტარები