„ახალგაზრდა ადვოკატები“ უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდა

27 დეკემბერი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებს დააკვირდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აკადემიური საბჭოს 32-მა წევრმა. რექტორობის კანდიდატს ჯაბა სამუშიას საბჭოს სიითი შემადგენლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 2 ბიულეტინი კი გაბათილდა. არჩევნების პროცესი აკადემიურ გარემოში, დარღვევებისა და გართულებების გარეშე ჩატარდა. არ დარღვეულა ხმების მიცემის ფარულობა და ხმების დათვლის პროცესში დადგენილი წესები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორად თსუ პროფესორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია აირჩია. იგი არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების დაკვირვება ორგანიზაციის სახელით გიორგი ტარტარაშვილმა განახორციელა.



კომენტარები