ბათუმის N7 ბაღის გამგის სოფიო ჩიჩუას წინააღმდეგ აჭარის პროკურატურაში საჩივარი შევიდა

12 აპრილი, 2024

2024 წლის 12 აპრილს, ორგანიზაცია „ახალგაზრდ ადვოკატებმა“, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების N7 საბავშვო ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუას კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შესწავლის მიზნით, აჭარის ა/რ პროკურატურას მიმართა. წარდგენილი მოთხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 150-ე მუხლით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის არსებობის ფაქტებს მოიცავს და საჩივარი დეტალურ აღწერილობას შეიცავს იმ ფაქტების შესახებ, რომელიც  ბათუმის N7 საბავშვო ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუას მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს მოიცაცს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების N7 საბავშვო ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუამ პირადი შურისძიებისა და პიროვნული შეუთავსებლობის ნიადაგზე დაგეგმა და განახორციელა ამავე ბაღის ორი აღმზრდელის - ზაირა ბ. და ირინა პ.-ის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც მიზნად ისახავდა თანამდებობრივი უფლებამოსლების ბოროტად გამოყენებით, პირის იძულებას, აღმზრდელების წინააღმდეგ უკანონო ჩვენების მიღებას, რითაც შეილახა მათი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამაც გამოიწვია მათი ბაღიდან გადაყვანა და სააღმზრდელო პროცესზე ჩამოშორება. კერძოდ, სოფიო ჩიჩუამ უზრუნველყო კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულების მოპოვება და შექმნა, განახორციელა პირის ფსიქიკური იძულება და დაშინება, დანაშაულის პროვოკაცია და უკანონო მმართველობითი ღონისძიების განხორციელება, რაც გამოიხატა შემდეგი ქმედებების ერთობლიობით:

  • 2023 წლის ივლისის თვეში, ერთ-ერთი მშობლის, თამრიკო ღორჯომელაძის შვილი დარეგისტრირებული იქნა N7 ბაგა-ბაღში, თუმცა ადგილების შევსების გამო, ჩარიცხვა ვერ ხერხდებოდა. ბაღის ადმინისტრაციასთან კონტაქტის დროს, თამრიკო ღორჯომელაძეს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი სექტემბერში მიიღებოდა, თუმცა არსებობდა კვლავ დიდი ნაკადი და ბავშვის სექტემბერში ჩარიცხვა, შესაძლებელია ვერ მოხერხებულიყო. თამრიკო ღორჯომელაძე და ზაირა ბ. გახლდათ ახლო მეზობლები, ამ უკანასკნელმა კი ზაირა ბ.-ეს სთხოვა - თუკი ფიზიკურად მოხერხდებოდა, ბაღის გამგისთვის ეთხოვა, რომ 2023 წლის სექტემბრის თვეში ბავშვის ჩარიცხვა მოხერხებულიყო. ამ თხოვნიდან რამდენიმე დღეში, ზაირა ბ-მ თამრიკო ღორჯომელაძეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თხოვნა გადაცემული იყო სოფიო ჩიჩუასთვის და გამგე ზეპირსიტყვიერადაც განმარტავდა, რომ შეძლებისდაგვარად მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღებაც. ბავშვის ჩარიცხვაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი არ იყო და კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვერც იქნებოდა აღმზრდელი ზაირა ბ. შესაბამისად, მას არ აუღია ბავშვის ჩარიცხვაზე რაიმე ფორმით პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მშობელი ელოდებოდი ბაღის გამგის გადაწყვეტილებას

 

  • 2023 წლის ოქტომბრის თვეში, თამრიკო ღორჯომელაძეს დაეკონტაქტა სოფიო ჩიჩუა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვის ჩარიცხვის საკითხზე სურდა მასთან გასაუბრება. შესაბამისად, თამრიკო ღორჯომელაძე სოფიო ჩიჩუამ მასთან დაიბარა ბაღში, სადაც შედგა კიდეც შეხვედრა სამუშაო კაბინეტში. სოფიო ჩიჩუა თამრიკო ღორჯომელაძეს დაჰპირდა, რომ თუ სურდა შვილი ჩარიცხულიყო ბაღში, უნდა ეთქვა, რომ ზაირა ბ.-ს ამ ჩარიცხვის გამო გადახდილი ჰქონდა 100 აშშ დოლარი.

 

  • სოფიო ჩიჩუამ ფსიქოლოგიური იძულების, შანტაჟის, მუქარისა და ზემოქმედების ქვეშ, მართლსაწინააღმდეგოდ, თამრიკო ღორჯომელაძეს ათქმევინა, რომ თითქოსდა ზაირა ბ.-ემ მისი შვილის ჩარიცხვისთვის აიღო 100 აშშ დოლარი და დაჰპირდა, რომ საქმეს შესაბამისს მსვლელობას მისცემდა. თამრიკო ღორჯომელაძე სოფიო ჩიჩუას სთხოვს, რომ არ სურს შემდგომი პრობლემების შექმნა, პოლიციასთან ურთიერთობა, რაზეც სოფიო ჩიჩუა პასუხობს, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა ამ სირთულეების გარეშე გარკვეულიყო საქმე. აუდიო-ჩანაწერში სოფიო ჩიჩუა ამბობს, რომ ზაირა ბ.-ს მიმართ აქვს შეუთავსებლობა, აღმზრდელს მოიხსენიებს არაერთიკურად, შეხვედრა კი მიმდინარეობს თამრიკო ღორჯომელაძის სულიერი აღელვების ფონზე, განწირული ტირილის ფონზე, რომ იმ უსიამოვნო საქმეში, რისთვისაც სოფიო ჩიჩუას სურდა მშობლის უკანონო აღიარება, თავად თამრიკო ღორჯომელაძე არ გარეულიყო.

 

  • სოფიო ჩიჩუამ მშობელ თამრიკო ღორჯომელაძესთან საუბრის ჩანაწერი გადაუგზავნა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას და მოსთხოვა რეაგირება. მოკვლევის დაწყებამდე, ზაირა ბ. და მისი შვილი ირინა პ, რომელიც არავითარ შემხებლობაში არ იმყოფებოდა ფაქტის იმიტაციასთან, გადაყვანილი იქნა ბათუმის სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში. აღსაზრდელების გადაყვანის გამო, სოფიო ჩიჩუამ თავის რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, გადაყვანილი პედაგოგების წინააღმდეგ დაიწყო ცილისწამებლური კამპანია და სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება. მას შემდეგ, რაც საკითხის სერიოზულობა წარმოჩნდა, გადაყვანილი პედაგოგების ინტერესების დაცვის მიზნით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს ქ. ბათუმის მერიას, რომლის ააიპ-ს წარმოადგენს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება და აჭარის ა/რ უმაღლესს საბჭოს, რომელიც ახორციელებს საზედამხედველო უფლებამოსილებას. ასევე, არაერთი წერლობითი კომუნიკაცია იქნა წარმოებული ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან. მხარემ თავად მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაწყებული საქმისწარმოება და გარკვეულიყო სიმართლე. შედეგად, გაერთიანების დირექტორის 2023 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით, N7 საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო დისციპლინური წარმოება, რაც 2024 წლის 5 აპრილს აღმზრდელების გამამართელებლი შედეგით დასრულდა.

თამრიკო ღორჯომელაძე სოფიო ჩიჩუასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ დროის არც ერთ ეტაპზე, ბავშვის დასახელებულ დაწესებულებაში არც რეგისტრაციის, არც მიღების და არც ერთ ეტაპზე, ზაირა ბ.-ს მისთვის არავითარი თანხა ან სარგებელი არ გადაუცია. ასეთი სარგებლის მიღების მოთხოვნაც კი არ ყოფილა. ის, რაც ნამდვილი ნების წინააღმდეგ წარმოითქვა სოფიო ჩიჩუასთან კაბინეტში, თამრიკო ღორჯომელაძის განმარტებით, იყო გაუაზრებელი, უსაფუძვლო და იმ ნების შესაბამისი, დამყოლი, რომლის თქმასაც მისგან მოითხოვდა სოფიო ჩიჩუა. თამრიკო ღორჯომელაძე გრძნობდა სინდისის ქენჯნას, რომ შესაძლებელია, მისი დაუკვირვებელი მოქმედებით შეელახა ზაირა ბ.- პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ბაღის გამგესთან შეხვედრის შემდეგ, თამრიკო ღორჯომელაძე ბოდიშს უხდიდა ზაირა ბ.-ს შექმნილი უხერხულობების გამო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დისციპლინური საქმისწარმოების პარარელურად, მას შემდეგ, რაც სოფიო ჩიჩუამ მიიღო ინფორმაცია, რომ დისციპლინური წარმოება აღმზრდელების სასარგებლოდ უნდა დასრულებულიყო, ბაღების გაერთიანება შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობას არ გეგმავდა, შესწავლილი იქნებოდა ყველა სადავო გარემოება, მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, დაიწყო მშობლების ნაწილის მიმხრობა, მათი არაჯეროვანი ინფორმირება და დარწმუნება, რათა ხმამაღლა ესაუბრათ აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის თუ ზემოქმედების შესახებ.

საქმის მასალებით დგიდნება, რომ ამ მიზნით, გამგესთან დაახლოებული მშობლების მცირე ჯგუფმა (მათი ვინაობები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი) სოციალურ ქსელში შექმნეს საერთო საკონატაქტო ჯგუფი და განახორციელეს საუბრები აღმზრდელების მხრიდან აღსაზრდელებზე თითქოსდა უდიერი მოპრობის განხილვებზე, რათა მიმოწერები, როგორც მტკიცებულება, წარედგინათ ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში და დაესვათ საკითხი იმიტირებულ ძალადობის არარსებულ ფაქტებზე. მათი საუბრის თემა მოცულია იმგვარი განმარტებებით, რომ თითქოსდა ბავშვებს წარსულში არ სურდათ ბაღში წასვლა და მას შემდეგ, რაც აღმზრდელები დროებით გადაყვანილი იქნენ სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში, ბავშვები თითქოსდა სიხარული მოითხოვდნენ ბაღში წასვლას. გამოგონილი ფაქტების ფონზე, მშობლები საუბრობენ ბავშვების სტრესზე. ერთ-ერთი მშობელი წერს, რომ თავისი შვილი სახლში „კოფთა შეჭმული მიიყვანა შიშისგან“ (სტილი დაცულია).

ამასთან, სოფიო ჩიჩუამ იმ ალიბის შესაქმნელად, რომ არავითარი პიროვნული უთანხმოება არ გააჩნდა ზაირა ბ.-სთან, მოამზადა კოლექტიური განცხადება ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში წარდგენის მიზნით, სადაც ბაღის კოლეგა აღმზრდელებს ხელი მოაწერინა ტექსტზე, რომ „სოფიო ჩიჩუას მხრიდან არასოდეს არ ჰქონია ძალადობრივი, არაჯანსაღი და კონფლიქტური დამოკიდებულება არამხოლოდ ზაირა ბ.-სა და ირინა პ.-ს მიმართ, არამედ არცერთი თანამშომლის მიმართ“ (სტილი დაცულია). სოფიო ჩიჩუა აგრძელებს მსგავსი შინაარსის მქონე განცხადებებზე თანამშრომლებისა და მშობლების გარკვეული ნაწილის ხელმოწერების შეგროვებას, რომლის წარდგენასაც თავდაცვის მიზნით სხვადასხვა მუნიციპალურ ორგანოში აპირებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სოფიო ჩიჩუა დარწმუნდა, რომ ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება დისციპლინურ წარმოებაზე კანონიერ გადაწყვეტილებას იღებდა, განიზრახა შანტაჟისა და ზემოქმედების გზით მისაღები გადაწყვეტილებისთვის დაბრკოლების შექმნა. შედეგად, 2024 წლის 3 აპრილს, N7 ბაღთან შეიკრიბა იმ მშობლების მცირე ნაწილი, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს ბაღში აღმზრდელების დაბრუნებაზე.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირები, რომლებიც ზაირა ბ.-ს და ირინა პ.-ს დაბრუნებას არ ემხრობოდნენ, არც ერთი მათგანის შვილი, გარდა ერთი მშობელისა, არ ირიცხებოდა აღმრდელებთან ჯგუფში. ამასთან, მედიასთან კომენტარს აკეთებდა სოფიო ჩიჩუას ოჯახის ნათესავები ან პირადი მეგობრები. აღნიშნული, კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს სოფიო ჩიჩუას მხრიდან განხორციელებულ საბოტაჟს, რომელიც ემსახურებოდა კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაზე პირდაპირ ზეწოლას და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი პირის - ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორ დავით დიასამიძის პერსონალურ შანტაჟს, რაც არ შედგა.

აღსანიშნავია, რომ ცილისწამებლურ განცხადებებს, რომელიც სოფიო ჩიჩუას დავალებით ცალკეულმა პირებმა გააკეთეს, აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი გაგრძელება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არც ზაირა ბ.-ს და არც ირინა პ.-ს, მათი სამსახურეობრივი მუშაობის მანძილზე, დროის არც ერთ მონაკვეთში, არავითარი დისციპლინური გადაცდომა არ ჰქონიათ და ორივე მათგანი სარგებლობდა მშობლებისა და აღსაზრდელების განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით. ზაირა ბ., 34 წლის განმავლობაში, ირინა პ. კი 14 წლის განმავლობაში, როგორც საუკეთესო აღმზრდელები, ისე ემსახურებოდნენ საამღზრდელო სფეროს და მათ მიმართ მომჩივანის სტატუსით არავინ გამოსულა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ბათუმის N7 ბაღის გამგის სოფიო ჩიჩუას ქმედებები ცილისწამებასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა და აჭარის ა/რ პროკურატურაში წარდგენილი საჩივრის ფარგლებში, გაგრძელდება მაღალი ინტერესი.



კომენტარები