სასამართლო ბესარიონ ალადაშვილისა და დავით ობოლაშვილის გახმაურებულ დავაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

13 აპრილი, 2024

2024 წლის 16 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე თამარ ზამბახიძის თავმჯდომარეობით, არამხოლოდ კახეთის რეგიონში ერთ-ერთი გახმაურებულ საქმის არსებითი განხილვის დასაშვებობის საკითხზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. საქმის მაღალი ინტერესის, სპეციფიკის, მნიშვნელობისა და გარემოებების მეტი სიცხადით წარმოჩენისთვის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც დეტალურად ასახავს სიღნაღში დაწყებული ისტორიის დეტალებს, რომელიც საერთო სასამართლოებში, „მდიდრების“ (დავით ობოლაშვილი) და „ღარიბების“ (ბესარიონ ალადაშვილი) დავითაა ცნობილი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმის მასლებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ბესარიონ ალადაშვილი და მოპასუხე დავით ობოლაშვილი მძახლებია. მათი შვილები - მიხეილი და მარიამი 2023 წელს დაქორწინდნენ და შეეძინათ ერთი შვილი. 2015 წლის აპრილში, მოხდა უბედური შემთხვევა, რასაც მიხეილი და მარიამი ემსხვერპლნენ. მხარეებს შორის, ტრაგედიამ რთული ურთიერთობები ჩამოაყალიბა. ნაცვლად სოლიდარობისა, სადავო გახდა ერთადერთ შვილიშვილთან ურთიერთობის წესი. კერძოდ, 2015 წლის აგვისტოში, არასრულწლოვანის მერვედ დაინიშნა ბესარიონ ალადაშვილი, რაც გაუგებარი მიზეზებით, მიუღებელი აღმოჩნდა დავით ობოლაშვილისთვის. შესაბამისად, დავით ობოლაშვილის მხარემ მიზნად დაისახა იმ საფუძვლების მოსპობა, რის გამოც, ბესარიონ ალადაშვილი მეურვედ დადგინდა.

კერძოდ, დავით ობოლაშვილმა 2016 წლის 11 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბესარიონ ალადაშვილის უძრავი ნივთიდან გამოსახლება. სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, 2017 წლის 6 მარტს კი გაიცა სააღსრულებლო ფურცელი და ბესარიონ ალადაშვილი გამოასახლეს საკუთარი სახლიდან. მოპასუხე დავით ობილაშვილმა შედეგს მიაღწია - მოსარჩელე ბესარიონ ალადაშვილმა დაკარგა მეურვეობა სოციალური მდგომარეობის გამო. მეურვე გახდა მოპასუხე დავით ობოლაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ წარმოებული დავის ფარგლებში პაპა=ბებიას განუსაზღვრა არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესი, დავით ობოლაშვილის მხარემ ყველფერი გააკეთა ამ ურთიერთობის აღუსრულებლობისთვის. ბავშვმა ხელოვნურად შეწყვიტა მეორე პაპა-ბებიასთან ფიზიკური თუ სატელეფონო ხასიათის კონტაქტი. ორგანიზაცია, საქმის ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების სამსახური მიზანმიმართულად და მიკერძოებულად სრულიად უმოქმედო აღნმოჩნდა ურთიერთობების აღდგენისა პროცესში, რაც დაკავშირებულია კონკრეტული გავლენის შედეგებთან.

საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ საერთო სასამართლოებში, ბესარიონ ალადაშვილსა და დავით ობოლაშვილს შორის დაიწყო დავა ბესარიონ ალადაშვილის მამა-პაპისეულ უძრავ ქონებაზე 2014 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე ბესარიონ ალადაშვილის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე. მიზეზი, რის გამოც ბესარიონ ალადაშვილის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი მძახლის - დავით ობოლაშვილის სახელზე რეგისტრირებული აღმოჩნდა, შემდეგ მიზეზებს ეფუძნება - ბესარიონ ალადაშვილის ვაჟს გააჩნდა სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები. იგეგმებოდა ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაც. ბესარიონ ალადაშვილი წარმოადგენდა შვილის ფინანსური ვალდებულებების პროცესში თავმდებს. მართალია, უძრავი ქონება წარმოადგენდა საზიარო უფლებას (ბესიკ კაკალაშვილთან ერთად) და მფლობელობა ეფუძნებოდა სარქივო ცნობის მონაცემებს, უძრავი ნივთი (სახლი და საკარმიდამო) არ იყო რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა ოჯახმა შესაძლო პრობლემების წარმოქნისა და ქონების მომავალში უფლებრივი მდგომარეობით დატვირთვის არიდების მიზნით, გადაწყვიტა მოჩვენებითი გარიგებით უძრავი ნივთი დავით ობოლაშვილის სახელზე აღრიცხულიყო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის გასხვისების ნებართვაზე დავით ობოლაშვილმა რწმუნებულება/მინდობილობის საფუძველზე თანხმობა მიიღო ბესიკ კაკალაშვილის მხრიდანაც. შესაბამისად, 2014 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. თავის მხრივ, ბესიკ კაკალაშვილის სახელით, საკუთარ თავთან გარიგება დადო დავით ობოლაშვილმა. ხელშეკრულების ღორებულებად მიეთითა 20,000 ლარი. საცხოვრებელ ფართში, დროის არც ერთ მონაკვეთში, არ უცხოვრია დავით ობოლაშვილს და არც მისი ოჯახის არც ერთ წევრს. მას შემდეგ, რაც ტრაგედია დატრიალდა და ახალგაზრდები გარდაიცვალნენ, დავით ობოლაშვილმა მიზნად დაისახა შვილიშვილის ფიზიკურად გაყვანა მეორე პაპა-ბებიისგან, ამოცანის შესრულება შეუძლებელი ხდებოდა ბესარიონ ალადაშვილის მეურვეობის სტატუსის დაკარგვის გარეშე. შესაბამისად, დავით ობოლაშვილმა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე მიღებული ქონებიდან ბესარიონ ალადაშვილის გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო და საბოლოოდ, მიაღწია სასურველ შედეგს.

2022 წლის 22 თებერვლის სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესარიონ ალადაშვილის სარჩელი დავით ობოლაშვილის მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების შესახებ, დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინდა, რომ მტკიცებულებების შესაბამისად არ დგინდებოდა მოსარჩელის მიერ ქონების გაყიდვის წინაპირობა და შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლომ ვრცელი მსჯელობით დაადგინა, რომ მხარეების მიერ მოჩვენებითი გარიგება იქნა გაფორმებული, რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა.

2023 წლის 31 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულიად მოულოდნელი შედეგი დადგა. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ 2014 წლის 14 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მოსაჩვენებლად არ დადებულა. სასამართლომ მხარეთა ნათესაური ურთიერთობა გარიგების მოჩვენებითობისთვის საკმარისს მტკიცებულებად არ მიიჩნია და საქმეში მტკიცებულების რარსებობის მიუხედავად ნასყიდობის ფასის გადახდა ნამდვილად მიიჩნია. კერძოდ, სასამართლომ ნასყიდობის ღირებულების ნაწილობრივ გადახდად მიიჩნია ბესარიონ ალადასვილის სალაროს შემოსავლოს ორდერი - 6706 ლარის ანაბარზე განთავსება და იავარაუდა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ბესარიონ ალადაშვილს თანხის აღნიშნული ოდენობა არ ექნებოდა, თანხის ნაწილთან დაკავშირებით კი, დავით ობოლაშვილის ზეპირსიტყვიერ განმარტებებს დაუჯერა და მტკიცების ტვირთი ბესარიონ ალადაშვილის საწინააღმდეგოდ განმარტა.

სინამდვილეში, „კონსტანტა ბანკის“ უფლებამონაცვლე სს თიბისი ბანკმა გასცა ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ბესარიონ ალადაშვილის საანაბრე ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა არ ფიქსირდება. თანხა 6706.53 ლარით დაიფარა მიხეილ ალადაშვილის სესხი, რომლის თავდებიც იყო ბესარიონ ალადაშვილი. თანხა დაიფარა ბესარიონ ალადაშვილის ანგარიშიდან, მითითებული თანხის შეტანით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი სრულად იქნა გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, თბილისის სააელაციო სასამართლომ რატომღაც ამ საკითხის პედალირებით სცადა სიმართლე წაერთმია ბესარიონ ალადაშვილისთვის.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავაში, ბესარიონ ალადაშვილი შეგებებული სარჩელით არ შეედავა დავით ობოლაშვილს უძრავი ნივთის კანონიერების საკითხზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით ბესარიონ ალადაშვილი ამ დავაშიც მიუთითებდა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოსაჩვენებლად იქნა დადებული, თუმცა ვინდიკაციის პირობებში ნასყიდობის ღირებულების „მყიდველის“ მხრიდან შესრულება ნამდვილად ჩაითვალა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოც, ამ ნაწილშიც მცდარ შეხედულებას ანვითარებას - ვიდრე შესრულების ნამდვილობა იქნება შეუდავებელი, უნდა დადგენილიყო გარიგების ნამდვილობა, რაც არც ერთი მტკიცებულების არ დასტურდებოდა. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის წარუდგენლობის მიზეზსს - ბესარიონ ალადაშვილმა აღნიშნა, რომ მძახალთან მომავალი ურთიერთობა ისევ ბავშვის ინტერესების გამო არ გაართულა. ოჯახი იმედოვნებდა, რომ მეურვეობის სტატუსი არ დაიკარგებოდა და დავით ობოლაშვილთან სამართლებრივი ახალი დავა ხელს შეუწყობდა დაპირისპირების გაღრამვებას, რის გამო სადავო გარიგების კანონიერების საკითხის დასმა ახალი სასარჩელო მოთხოვნის სახით არ დამდგარა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, წინამდებარე დავას სასამართლოს ნდობისა და რეპუტაციის საკითხზე არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. ორგანიზაციას აქვს სრული განცდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყველაზე დაუცველი ადამიანი დაჩაგრა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზაცია მიუთითებს საქმის შედეგის მიმართ პალატის მიკერძოებასა და დაინტერესებაზე.

დღეს სახლი გამოიყურება იავარქმნილად, განადგურებულია, დარჩენილია მხოლოდ კედლები, გავერანებული და გაპარტახებულია მთლიანად გარემო და მისასვლელი. რამდენიმე შენობა ნგერვას დაიწყებს. სახლი ბესარიონ ალადაშვილის ერთადერთი საცხოვრისია და ამჟამად, კანონიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, ბესარიონ ალადაშვილი მეუღლის ძმის ოჯახში აგრძელებს ცხოვრებას.

ცნობისთვის: საქმეს უზენაეს სასამართლოში საქმეს თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე), გიორგი მიქაუტაძე და რევაზ ნადარაია განიხილავს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილეს: ვანო წიკლაურმა (თავმჯდომარე), ნათია გუჯაბიძემ და გოდერძი გიორგიშვილმა, ხოლო სიღნაღის რაიონულ სასამართლოში: ალექსანდრე ლომიძემ.

ბესარიონ ალადაშვილის კანონიერი ინტერესების დაცვა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ Pro-Bono-ს პრინციპის გამოყენებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიერ ხორციელდება, დავით ობოლაშვილის კანონიერი ინტერესების დაცვას კი ადვოკატი ნინელი ხანიაშვილი უზრუნველყოფს. 



კომენტარები