„ახალგაზრდა ადვოკატები“ უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარულია

3 დეკემბერი, 2013

ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე უარის თქმით, ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივესალმებით უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს და სოლიდარობას ვუცხადებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ უკრაინის მთავრობას  უკრაინელი ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ და ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორანიზაციის მოსაზრებით, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარება, ხოლო ადგილობრივმა პოლიციამ თავი შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობისგან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თანადგომას ვუცხადებთ კიევში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და მივესალმებით უკრაინელი ხალხის  ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის ბრძოლას. 



კომენტარები