„ახალგაზრდა ადვოკატები“ საარჩევნო ბარიერის 50 პროცენტამდე გაზრდის ინიციატივას დადებითად აფასებს

22 თებერვალი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის   თვითმმართველობის არჩევნებში, საარჩევნო ბარიერის 50 პროცენტამდე გაზრდის ინიციატივას ეხმაურება

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დადებითად აფასებენ 50% ბარიერისთვის მზაობის საკითხს და ამასთანავე  ხელისუფლებას უფრო მასშტაბური ცვლილებებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაცია ერთი ხმის თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, ხელისუფლებას საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის,  მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნის ინიციატივით მიმართავს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მოსაზრებას, ცვლილებების პაკეტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ცვლილებების განხორციელებამდე ვენეციის კომისიის შეფასებების გათვალისწინებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მზადყოფნას გამოთქვამს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან აღნიშნულ საკითხების განხილვისას დისკუსიაში ჩართულობისთვის. 


 

 



კომენტარები