„ახალგაზრდა ადვოკატები“ დენის ბუგაის მიმართ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ

3 აპრილი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შეუერთდა საპროტესტო აქციას, რომლითაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა სოლიდარობა გამოხატეს დაპატიმრებული ცნობილი უკრაინელი უფლებადამცველის, უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დენის ბუგაის მიმართ. სოლიდარობის აქცია თბილისში უკრაინის საელჩოსთან გაიმართა.

დენის ბუგაი უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა 2014 წლის 21 მარტს დააკავეს. მას ბრალად ედება 2009–2013 წლებში, ერთ–ერთ საადვოკატო საქმესთან დაკავშირებით, განხორციელებული პროფესიული ქმედებების კანონთან შეუსაბამობა. უკრაინელი იურისტები, ადვოკატის დაკავების დროს, დაკავებისას გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე მიუთითებენ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციას, დაუყოვნებლივ შესწავლილ იქნეს დენის ბუგაის დაკავების საფუძვლები და მოხდეს შესაბამისი რეაგირება.



კომენტარები