ინიციატივა რეგიონში ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებისა და დასაქმების შესახებ

5 მაისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს  და ინიციატივით გამოდის, მოახლოებული 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თვითმმართველი ერთეულების გაზრდილი უფლებამოსილებების პარალელურად, მთავრობამ დაიწყოს მუშაობა რეგიონში მცხოვრები წარჩინებული ახალგაზრდების  სწავლის დაფინანსებისა და შემდგომი დასაქმების ახლებური რეგულაციების დანერგვისათვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, მარიამ ნეფარიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, რეალური დეცენტრალიზაციის პროცესში, ყურადღება დაუთმოს წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პრაქტიკას, სადაც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ,  რეგიონში წარჩინებით  სკოლადამთვრებულ  ახალგაზრდას, თითოეული რეგიონის  ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო, სწავლის საფასურს უფინანსებს და  იღებს ვალდებულებას, უმაღლესი განათლების  მიღებისთანავე, ახალგაზრდა დაბრუნდება რეგიონში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თვითმმართველ ორგანოში დასაქმდება. ამ ფორმით, დასაქმებული ახალგაზრდა, მიღებული ანაზღაურებით, თვითმმართველ ორგანოს მისთვის გადახდილ სწავლის საფასურს დაუბრუნებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მსგავსი პრაქტიკის დანერგვა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და თვითმმართველი ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდის შემდგომ, საქართველოშიც საჭიროა დაინერგოს. ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში რეგიონალური პოლიტიკის განვითარებას, ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, რაც დღესდღეობით, ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს, რათა მათ მხედველობაში მიიღონ ორგანიზაციის რეკომენდაცია, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება და ნებაყოფლობითი სახით შემოიღონ რეგიონში მცხოვრები წარჩინებული ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღებისთვის სწავლის დაფინანსებისა და სანაცვლოდ რეგიონში დაბრუნების შემდგომ  დასაქმების უზრნველყოფის სისტემა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებებისა და დეტალური რეგულაციების პროცესებში ჩართულობისა და მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვას მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად.

ცნობისთვის: ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებითა და სტუდენტების დაფინანსების საკითხებით, 2013 წლის ნოემბრიდან არის დაინტერესებული. აღნიშნული პერიოდიდან, ორგანიზაციამ არაერთი ინიციატივა და რეკომენდაცია შეიმუშავეს ახალგაზრდების დასაქმებისა და სტუდენტების დაფინანსების საკითხების გაუმჯობესების მიზნით. ორგანიზაცია, საკითხზე მუშაობას აგრძელებს და მუშაობს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც სტუდენტების/ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით, ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს.



კომენტარები