ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით საზოგადოებრივ დისკუსიას, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო ჯგუფების ნაწილი, მარიხუანას ლეგალიზაციას/დეკრიმინალიზაციას მოითხოვს. მიგვაჩნია, რომ დეკრიმინალიზაცია ნაადრევია, რადგან შესაძლოა ამის შედეგად გაიზარდოს ნარკოდამოკიდებულების რიცხვმა. ხშირ შემთხვევებში, მარიხუანას მომხმარებლები, რომლებსაც მარიხუანა აღარ ჰყოფნით, უფრო მძაფრ ნარკოტიკს ირჩევენ. შესაბამისად, დეკრიმინილიზაციის შემთხვევაში, არსებობს ნარკოდამოკიდებული პირების გაზრდის საფრთხეც.
ორგანიზაცია მივიჩნევთ, რომ საჭიროა მოხდეს მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებების მიმართ სასჯელის შემსუბუქება და ლიბერალიზაცია, ხოლო დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას, მოცემულ ეტაპზე, არ ვეთანხმებით.
გაგაცნობთ მოქმედი სასართველოს კანონმდებლობის რამდენიმე მუხლს, რომლითაც განისაზღვრება პასუხიმგებლობა ნარკოტიკების მოხმარების, გასაღებისა და შენახვისთვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი, ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.
სისხლის სამართლის კანონის 260-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.
იგივე ქმედება, თუ ჩადენილია დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანმხებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათავლისწინებული რამდენიმე დანაშაული, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფების მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.