„ახალგაზრდა ადვოკატები“ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება

14 ივნისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თბილისის ათივე ოლქსა და იმერეთის რეგიონში ქუთაისის, ზესტაფონის, თერჯოლასა და წყალტუბოს ოლქებში აკვირდება

ორგანიზაციის სადამკვირვებლო ჯგუფი განახორციელებს არჩევნების მონიტორინგს. ორგანიზაციაში იმუშავებს ცხელი ხაზი ნომერზე: 2 374503, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში აღმოჩენილი დარღვევების მიმართ სწრაფ რეაგირებას და მოქალაქეების დახმარებას.

ორგანიზაციის მობილური ჯგუფი, საარჩევნო დღის მანძილზე, დასახელებული ოლქების საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს დააკვირდება.

ორგანიზაცია, 19:00 საათისთვის, თბილისის საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებს. დამკვირვებლების განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაფიქსირებულ პრობლემურ უბნებზე არჩევნების მიმდინარეობის დაკვირვებას.



კომენტარები