ქობულეთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი უბანს არ ტოვებს

15 ივნისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის #9 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო სუბიექტის მაჟორიტარი კანდიდატი ამომრჩევლის მიმართ აგიტაციას აწარმოებს. კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გოჩა კაკალაძე არ ტოვებს საარჩევნო უბანს და ადგილზე მოძრაობს ავტომობილით BOO 230, რომელიც უბანზე ამომრჩევლების მობილიზებას დილიდანვე ახდენს. ავტომობილის საჭესთან სხვა პიროვნება ზის, თუმცა თავად გოა კაკალაძე საარჩევნო უბნის ეზოში დგას და ამომრჩევლებს ესაუბრება.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით აკვირდება. ორგანიზაცია, 19:00 საათისთვის, თბილისის საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებსაც გამოაქვეყნებს. დამკვირვებლების განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაფიქსირებულ პრობლემურ უბნებზე არჩევნების მიმდინარეობის დაკვირვებას.



კომენტარები